აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ომეგა 3 კონცენტრატი 60 კაფსულა სოლგარი - Solgar

#104686_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაomega-3
მოკლე აღწერა
სოლგარის ომეგა 3 უზრუნველყოფს ორგანიზმში  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობის შემცირებას, ახდენს ორგანიზმში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის  კონტროლს, არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, სისხლის მიმოქცევას.
65.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ომეგა 3 კონცენტრატი 60 კაფსულა სოლგარი - Solgar

ომეგა - 3  თევზის ქონის კონცენტრატი

2 კაფსულის შემადგენლობა: 

თევზის ქონის კონცენტრატი 2000 მგ, რომლის შემადგენლობაშიცაა:
ომეგა 3 - 600 მგ, რომლიც შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს:
EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) - 320 მგ
DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) - 200 მგ

კალორიულობა - 20

ჯამში ცხიმები - 2გ (3%)

ნაჯერი ცხიმები - 0.5 გ (3%)
პოლიუჯერი ცხიმები - 1 გ
მონოუჯერი ცხიმები - 0.5 გ
ქოლესტერინი - 20 მგ (7%)

რატომ სოლგარის ომეგა 3?

·  100%-ით ნატურალური ომეგა 3 -შეუცლველი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა

·  სოლგარის ომეგა 3 სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული ცივი ღრმა წყლების ცხიმიანი ჯიშის თევზებისგან: (ზუთხი, სარდინი, სკუმბრია, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით)

·  წარმოებული GMP -ის სტანდარტით

·  ბუნებრივი E ვიტამინის შემცველობა განაპირობებს ომეგა 3 -ის დაცვას დაჟანგვისა და ოქსიდაციისგან

·  ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებულია მოლეკულური დისტილაციის მეთოდით, შესაბამისად 100%-ით უსაფრთხოა

·  ადვილად მისაღები ფორმა, შესაძლებელია ჟელატინისებრი კაფსულის როგორც გადაყლაპვა ასევე დაღეჭვა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლგარის ომეგა 3 უზრუნველყოფს ორგანიზმში  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობის შემცირებას, ახდენს ორგანიზმში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის  კონტროლს, არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, სისხლის მიმოქცევას. ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას. ცხიმოვანი მჟავები აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, ამცირებენ ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. ასტიმულირებენ იმუნურ,  გულ-სისხლაძარღვთა და ნერვულ სისტემებს. ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია  ორსულობის პერიოდში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოების ფორმირებისთვის. EPA და DHA აგრძელებს ტელომერებს (დნმ-ში არსებული ფრაგმენტები, რომლებიც პასუხიმგებელი არიან უჯრედების დაბერების პროცესზე), რაც ამცირებს დაბერების პროცესს.  E ვიტამინი, უნივერსალური ანტიოქსიდანტი აძლირებს ომეგა 3 -ის მოქმედების მექანიზმს, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და აძლიერებს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

·  გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების დროს : (ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;)

·  ნერვული სისტემის დაავადებების დროს : (მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას)

·  დერმატოლოგიაში: (ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე ,კანის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და სხვა;)

·  გინეკოლოგიაში : (ამცირებს ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, მნიშვნელოვანია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების  ფორმირებაში, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი)

·  ენდოკრინოლოგიაში : (შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია)

·  ოფთალმოლოგიაში: (კვებავს თვალის ბადურას და აუმჯობესებს მხედველობას)

·  რევმატოლოგიაში: (ართრიტი, ართროზი)

·  იმუნური სტატუსის გასაძლიერებლად.

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, ტოკოფეროლების ნაკრები. შეიცავს თევზის კომპონენტებს (ანჩოუსი, სარდინი).

არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

მიღების წესი:

ზრდასრულებში მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციისამებრ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის (მათ შორის სისხლის გამათხელებლების) მიღების, რაიმე სახის ქირურგიული ჩარევის ან  დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.

ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.

გამოშვების ფორმა: 60 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.