აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Ca+Mg+D3 150 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

#104684_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა150 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაCa+Mg+vitamin D3
მოკლე აღწერა
კალციუმის და  D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
105.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Ca+Mg+D3 150 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

კალციუმი, მაგნიუმი D3 ვიტამინთან ერთად

5 ტაბლეტის შემადგენლობა:  

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) 10მკგ (400სე) 50%

კალციუმი (კალციუმის ციტრატი) – 1000მგ 77%

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი, ციტრატი) – 500მგ 119%

ნატრიუმი - 20მგ <15

ფარმაკოლოგიური თვისებები

D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და  ფოსფატების ასათვისებლად. D3  ვიტამინი განსაზღვრავს ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჯანსაღ ფუნქციონირებას. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და  (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის  ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D  ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება. 

კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. იგი ასევე პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი მონაწილეობს ნერვ -კუნთოვან გამტარობაში, კუნთის შეკუმშვის  პროცესში და წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს.

მაგნიუმს მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის ნორმალური დონის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე მაგნიუმის ნაკლებობა   იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. იგი აუცილებელია ორგანიზმის შეუფერხებელი ზრდისთვის და ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისათვის. თუთია და მაგნიუმი ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენენ.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

·  კალციუმის და  D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

·  სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში;

·  ჰიპოკალცემიური ტეტანია

·  ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)

·  მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;

·  ორსულობა და ლაქტაცია;

·  მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;

·  კარიესის პროფილაქტიკა;

·  ხანდაზმული ასაკი;

·  ათლეტები და სპორტსმენები

·  კოფეინის  და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული გლიცერინი, კარნაუბის ცვილი.  

არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს,  საფუარს, შაქარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება:

ზრდასრულებში მიიღება 5 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად ან ექიმის დანიშნულებისამებრ. შესაძლებელია დღის მანძილზე არსებულ კვებებზე გადანაწილება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის მიღების ან დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.

ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.

შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებმაც დროთა განმავლობაში შესაძლებელია გამოიწვიონ ფერისა და გარეგნული იერსახის ცვლილება.

გამოშვების ფორმა: 150 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.