აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა სოლგარი - Solgar

#49560_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაcoenzime Q10
დოზა200mg
მოკლე აღწერა

ჩვენება: გულის იშემიური დაავადებები ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია. ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას. 

158.25₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა სოლგარი - Solgar

მეგასორბი კოენზიმ -Q 10  200მგ 

რატომ  სოლგარის მეგასორბი კოენზიმ -Q 10 ?

ამცირებს გულ-სისხლძარღვთა,  კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას.

· აძლიერებს იმუნიტეტს;

· ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას;

· ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას;

· ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;

· ორგანიზმს უზრუნველყოფს  ენერგიით;

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმები

კოენზიმ Q-10 (უბიქინონი)  ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში. იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ლიპოფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q-10  აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ორგანიზმში არსებული ფერმენტების აქტივობას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას. 

კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ქოლინერგული პროცესების სტიმულაციას თავის ტვინში, ააქტიურებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებას. 

კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას.

ხელს  უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

· კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია;

· ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენცია, გაფანტული სკლეროზი;

· ენდოკრინოლოგია: შაქრიანი  დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;

· ანდროლოგია: უშვილობა მამაკაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა (ოლიგოსპერმია, სპერმააგლუტინაცია და ა.შ), ვარიკოცელე;

· გინეკოლოგია: ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, კლიმაქტერული სინდრომი, ანემბრიონია, თვითნებითი აბორტი, ინფექციური დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნით გამოწვეული უშვილობა, ჰორმონალური დისბალანსი;

· ქირურგია: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური  ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;

· გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;

· პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები;

· დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა;

· ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

· ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირიკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები;

შემადგენლობა:

კოენზიმ -Q 10  200მგ 

დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის ქატოს ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს ლეციტინი, ეთერზეთები, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება). 

არ შეიცავს: გლუტენს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს .

დოზირება:  

1 კაფსულა 1 ან 2-ჯერ დღეში 

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.  

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი კოენზიმ Q10 120მგ 30 კაფსულა