| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Solgar / სოლგარი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | collagen+Ca+herbal comb.drug |
ჩვენება: ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
NO.7 30 კაფსულა სოლგარი - Solgar
ახალი, გლუკოზამინის შემდგომი თაობა!
იგრძენი გაუმჯობესება და შვება სახსარში 7 დღეში
ახალი მიდგომა - ახალი სდანდარტი!
რატომ სოლგარ №7?
• სოლგარ №7 არის ახალი, გლუკოზამინის შემდგომი თაობის ქონდროპროტექტორი, ძლიერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსი მოქმედებით
• შეიცავს 5-ლოქსინ ადვანსს - ბოსველიის მჟავების კონცენტრატს (სამკურნალო მცენარე ბოსველიის შემადგენელი აქტიური ინგრედიენტი), რომელშიც ბოსველიის მჟავების შემცველობა 20% აღწევს, მაშინ როდესაც, ბოსველიის ჩვეულებრივ ექსტრაქტში მხოლოდ 2-3%-ია.
• მიიღება მხოლოდ ერთი კაფსულა დღეში
1. 5-ლოქსინ ადვანსი ( ბოსველიის, საკმევლის ხის ფისის ექსტრაქტი) – 100მგ;
2. UC-II - მე-2 ტიპის არადენატურირებული კოლაგენი ( ხრტილის ექსტრაქტი) - 40მგ, ჯამური კოლაგენი - 10მგ;
3. C ვიტამინი (Ester-C, კალციუმის კარბონატის სახით) - 100მგ
4. თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი 5:1 - 35 მგ;
5. ჯინჯერის ფესვების ექსტრაქტი - 35მგ;
6. კურკუმას ფესვების ექსტრაქტი - 50მგ;
7. „წიწაკების კომპლექსი“ – 27მგ; (კაიენური წიწაკის ნაყოფის ფხვნილი - 22მგ; შავი წიწაკა „ბიოპერინის“ ნაყოფის ექსტრაქტი - 5მგ.
5-ლოქსინ ადვანსი ( ბოსველიის, საკმევლის ხის ფისის ექსტრაქტი) - გამდიდრებულია 3-0-აცეტილ-11-კეტო-ბეტა-ბოსველიის მჟავით (AKBA) და სერატას არააქროლადი ზეთით. აქვს ძლიერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასას) მსგავსი მოქმედება, იმ განსხვავებით რომ მას არ აღენიშნება ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები (კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყლულები, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.).
5-ლოქსინ ადვანსი თრგუნავს ანთების მედიატორების, ლეიკოტრიენების წარმომქმნელ ფერმენტ 5-ლიპოქსიგენაზას, რის შედეგადაც ხორციელდება ანთებითი პროცესის შეჩერება.
UC-II - არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი - მიღება ხდება დაბალ ტემპერატურაზე, ქათმის მკერდის ხრტილისგან, არაფერმენტული წარმოების მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი კოლაგენის მიღებას.
როდესაც ორგანიზმში ირღვევა კოლაგენის სინთეზი და დაშლილი უჯრედების კონცენტრაცია მომატებულია, წარმოიქმნება აუტოიმუნური რეაქცია, T-უჯრედები (ციტოტოქსიური T-ლიმფოციტები) იწყებენ კოლაგენის უჯრედებზე, როგორც უცხო სხეულებზე შეტევას, რაც იწვევს ანთებით პროცესს. UC-II როგორც კი მოხვდება ორგანიზმში, იმუნური სისტემა ახდენს მის იდენტიფიცირებას, როგორც საკუთარი უჯრედების, T-ლიმფოციტები ხდება უმოქმედო და ჩერდება შეტევა კოლაგენის უჯრედებზე, რის შედეგადაც ხორციელდება ანთებითი პროცესის და ტკივილის შეჩერება.
UC-II აჩერებს ხრტილის დაშლის პროცესს და ახორციელებს მისი აღდგენის სტიმულირებას.
C ვიტამინი - ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, იცავს ხრტილს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
კურკუმინი - ახასიათებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ახდენს როგორც ცოგ-2-ის, ასევე 5-ლიპოქსიგენაზას ინჰიბირებას.
თეთრი ტირიფი - ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება ახასიათებს ოსტეოართრიტის დროს. შეიცავს სალიცინს, რომელიც ხელს უშლის ანთების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის, პროსტაგლანდინების წარმოქმნას. ახასიათებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ასას) მსგავსი მოქმედება, მათთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გარეშე. სალიცილატების და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობიდან გამომდინარე ამცირებს ტკივილს და შეშუპებას სახსრებში.
ჯინჯერი - ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
კაიენური წიწაკა - ანალგეზიური მოქმედებით ხასიათდება ართრიტის გამწვავების პერიოდში.
ბიოპერინი (შავი წიწაკის ექსტრაქტი) - აძლიერებს აქტიური ინგრედიენტების, განსაკუთრებით კურკუმინის შეწოვას.
· ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
· პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი
· რევმატოიდული ართრიტი
· მხარ-ბეჭის პერიართრიტი
· ოსტეოქონდროზი
· კოქსართროზი
· სპონდილიტი
· სპონდილოზი
· ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია
· ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი
· სპორტი და ფიზიკური აქტივობა
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, კვარცი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, დამატკბობელს, კონსერვანტებს და საღებავს.
მიიღება1 მცენარეული კაფსულა დღეში, საკვების მიღების დროს.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირთათვის, ასევე მათთვის, ვისაც აღენიშნება ალერგიული რეაქცია ასპირინზე. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.