| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Orthomol - ორთომოლი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ხრტილების და ძვლებისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტების კომპლექსი!
ორთომოლი® ართრო პლიუსი საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდაჭერას!
ორთომოლ® ართრო პლიუსში შემავალი კომპონენტების თვისებები:
გლუკოზამინის და ქონდროიტინის სულფატი გამოიყენება სახსრების ჯანმრთელობის, სინოვიალური სითხის წარმოქმნისა და სახსრების მოქნილობის მხარდასაჭერად.
ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს სახსრის შიდა ზედაპირის დატენიანებას და კომფორტის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია სახსრის სწორი ფუნქციონირებისთვის.
კოლაგენის ჰიდროლიზატი წარმოადგენს სტრუქტურულ ცილას, რომელიც მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების, მათ შორის სახსრებისა და ხრტილების ბუნებრივ მხარდაჭერაში.
ვიტამინები A, C, E, თუთია და სელენი ანტიოქსიდანტებია, რომელიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ვიტამინები D, K და კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლის სტრუქტურის და სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
B ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი ფუნქციების ნოერმალურ ფუნქციონირებას.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს უჯრედების ელასტიურობის შენარჩუნებას.
N-აცეტილ-L-ცისტეინი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
სპილენძი, მანგანუმი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები, ლუთეინი და ლიკოპენი ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებებით.
იხილეთ ბლოგი: როგორ შევინარჩუნოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა ორთომოლთან ერთად
რეკომენდებულია ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდასაჭერად!
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 15 გ) + 2 კაფსულა (1.4 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
| გლუკოზამინის სულფატი | 1.100 მგ | |
| ქონდროიტინის სულფატი | 400 მგ | |
| ჰიალურონის მჟავა | 50 მგ | |
| კოლაგენის ჰიდროლიზატი | 2.5 გ | |
| ლუთეინი | 800 მკგ | |
| ლიკოპენი | 200 მკგ | |
| N-აცეტილ L-ცისტეინი | 100 მგ | |
| ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 50 მგ | |
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 750 მგ | |
| EPA | 500 მგ | |
| DHA | 200 მგ | |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი A | 708 მკგ RE° | 89 |
| ბეტა კაროტინი | 333 მკგ RE° | |
| ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე) °° | 300 |
| ვიტამინი E | 120 მგ ალფა-TE°°° | 1000 |
| ვიტამინი K | 60 მკგ | 80 |
| ვიტამინი C | 475 მგ | 594 |
| თიამინი B1 | 4 მგ | 364 |
| რიბოფლავინი B2 | 5 მგ | 357 |
| ნიაცინი | 30 მგ NE°°° | 188 |
| ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
| ფოლის მჟავა | 400 მკგ | 200 |
| ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
| ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
| პანტოთენი | 18 მგ | 300 |
| მინერალები: | ||
| კალციუმი | 200 მგ | 25 |
| მაგნიუმი | 100 მგ | 27 |
| თუთია | 10 მგ | 100 |
| სპილენძი | 0.5 მგ | 50 |
| მანგანუმი | 1 მგ | 50 |
| სელენი | 50 მკგ | 91 |
| მოლიბდენი | 50 მკგ | 100 |
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
· °° IU = საერთაშორისო ერთეული
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
· *NE = ნიაცინის ექვივალენტი
· ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, კოლაგენის ჰიდროლიზატი, მალტოდექსტრინი, კალციუმის ლაქტატი, D-გლუკოზამინის სულფატი (კიბორჩხალებიდან), თევზის ზეთი (5.9%), ვაშლის მჟავა, L-ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ქონდროიტინის სულფატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, მოდიფიცირებული სახამებელი, არომატი, გლიცერინი (დამატენიანებელი), ციტრუსის ექსტრაქტი ბიოფლავონოიდებით, საქაროზა, N-აცეტილ-L-ცისტეინი, ჰიალურონის მჟავა, თუთიის გლუკონატი, მცენარეული ზეთები (ქოქოსის, მზესუმზირის და პალმის ნაყოფის ზეთი ცვლადი პროპორციით), აცესულფამი K (დამატკბობელი), ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოტენატი, ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტები, სოიოს ლეციტინი (ემულგატორი), ტიტანის დიოქსიდი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, მანგანუმის სულფატი, სიმინდის სახამებელი, ბეტა-კაროტინი, სპილენძის სულფატი, ლიკოპენი, რკინის ოქსიდი, ლუთეინი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების შაქრის ეთერები (ემულგატორი აცეტატინოგლუტი), D-ბიოტინი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.
მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში) და 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ®ართრო პლიუსის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება:
· ორთომოლ®ართრო პლიუსი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების და ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი გრანულებით + №30 პაკეტი კაფსულებით (თითო პაკეტში 2 კაფსულა).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.