აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ქრომის პიკოლინ 60 კაფსულა სოლგარი - Solgar

#63818_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაchromium picolinate
დოზა500მკგ
მოკლე აღწერა

ჩვენება: შაქრიანი დიაბეტი,სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, გულის იშემია, არტერიული ჰიპერტენზია, ბოდიბილდინგი.

52.44₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ქრომის პიკოლინ 60 კაფსულა სოლგარი - Solgar

ქრომის პიკოლინატი წარმოდგენილია სამვალენტიანი, ბიოლოგიურად აქტიური, ხელატური ფორმით, პიკოლინატის სახით. პიკოლინატი ყველაზე ეფექტურ ხელატორს წარმოადგენს მინერალებისათვის, რაც იმას ნიშნავს რომ, სოლგარის ქრომი გამოირჩევა ორგანიზმის მიერ  ყველაზე მაღალეფექტური შეწოვის და ათვისების უნარით.

შემადგენლობა

ქრომი (ქრომის პიკოლინატი) – 500მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქრომი ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემის აქტივაციას. ქრომი ახორციელებს სისხლში გლუკოზის (20%-ით ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს), ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას (ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და უზრუნველყოფს გლუკოზის ათვისებას). ეს მიკროელემენტი მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესში, ასევე, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას. ქრომი უზრუნველყოფს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს მიოკარდიუმის ცილებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი თვისებებისა, ქრომი მონაწილეობს ჰემატოპოეზის პროცესში. იგი აძლიერებს კუნთოვან ტონუსს და უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას. ეს მიკროელემენტი ასევე  ხელს უწყობს ზრდის პროცესს და ეხმარება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში.

ქრომის დეფიციტი

ქრომის ნაკლებობის გამომწვევი ფაქტორები:

  • მძიმე ტრავმები (განსაკუთრებით ღრმა დამწვრობა)
  • არაბალანსირებული კვება, ქრომის შემცველი პროდუქტების სიმცირე კვების რაციონში
  • დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობა საკვებში
  • რაფინირებული პროდუქტების სიჭარბე (მაგ. ფქვილი)
  • რკინის დეფიციტი
  • გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებები (ენტერიტი, სპრუ, ცელიაკია)
  • ცილების დეფიციტი ორგანიზმში
  • კალციუმის მაღალი კონცენტრაციით მიღება
  • ხანგრძლივი სტრესი
  • ორსულობა
  • რთული ქირურგიული ოპერაციები
  • ხანდაზმულობა

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

  • ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით ტიპი II), ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე.
  • კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.
  • სპორტული მედიცინა: ბოდიბილდინგი.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება: 

მიიღება 2 მცენარეული კაფსულა  დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

მიღება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინაციაში სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პროდუქტის მიღება. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. დიაბეტით და ჰიპოგლიკემიით დაავადებულ პირთათვის პროდუქტის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

ასევე, იხილეთ: Pure - ფიური ქრომის პიკოლინატი 500მკგ 60 კაფსულა