აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბიოტინი 2500მკგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#80205_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 საღეჭი ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაbiotini
დოზა2500mcg
მოკლე აღწერა
გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის, კანის და ფრჩხილის პრობლემების დროს.
44.68₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ბიოტინი 2500მკგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

თმა, კანი, ფრჩხილი

ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, მას  ,,H’’ და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ.  ბიოტინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ფერმენტთა კომპლექსების ფორმირებაში, ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას, აუცილებელია C ვიტამინის ათვისებისთვის.

ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისთვის, ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში, უბრუნებს თმას ბუნებრივ ფერს და ბზინვარებას,  მონაწილეობს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში, უზრუნველყოფს კანის კვებას,  დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ანელებს დაბერების პროცესს. ბიოტინი არეგულირებს კანის ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის სეკრეციას და გავლენას ახდენს კანისა და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე. ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას, ხელს უწყობს ჯანსაღი ფრჩხილის ზრდის პროცესს.

გამოყენების რეკომენდაციები კომპლექსურ თერაპიაში:

· თმის ცვენა, მათ შორის მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი

· ქერტლი

· კანის სტრუქტურის დარღვევა, კანის სიმშრალე, მომატებული ცხიმიანობა, ელასტიურობის დაქვეითება

· ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, აკნე, ფსორიაზი, სებორეა, პიგმენტური ლაქები

· ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება)

შემადგენლობა

ბიოტინი - 2500 მკგ. საერთო ნახშირწყლები - 4 მგ, საერთო შაქარი - 3 მგ, ნატრიუმი - 5 მგ.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1-2 საღეჭი მარმელადი დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი მარმელადი მარწყვის გემოთი.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: ბიოტინი 5000მკგ 50კაფსულა სოლგარი - Solgar