| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | cerebroproteinhydrolysate |
ბრეინიდი გამოიყენება: • ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმების დროს, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა. ქრონიკული ცერებროვასკულური პათოლოგიების დროს. პაციენტებში ასაკობრივი დემენციით და ალცჰაიმერის დაავადებით.
ბრეინიდი
Brainneed
(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ცერებროპროტეინის ჰიდროლიზატს - 90 მგ.
Cerebroproteinhydrolysate - 90 mg
ბრეინიდი გამოიყენება:
• ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმების დროს, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლის დროს.
• იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ აღდგენით პერიოდში. ბრეინიდის გამოყენება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე ავადმყოფებში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას და აუმჯობესებს რეკონვალესცენციის პერიოდის მიმდინარეობას.
• თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს (ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმა.
მოქმედების მექანიზმი:
გვერდითი ეფექტები:
თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ცხელება, გაღიზიანებადობა.
სიფრთხილის ზომები
წინააღმდეგ ჩვენება:
ეპილეფსია, თირკმლის მძიმე დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა ჰიდროლიზებული ცილის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ბრეინიდის უსაფრთხოება არ არის დადგენილი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ უმჯობესია ამ პერიოდში არ გამოიყენოთ.
დოზირება:
1 ან 2 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება:
არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა. დოზის გაზრდა არ გააუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს.
ძალიან მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, დიარეა. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ სამკურნალო დაწესებულებას და ექიმს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, 30 ტაბლეტი შეფუთვაში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას 30 ° C ტემპერატურამდე.
WEST-COAST International Inc.