| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Granions / გრანიო |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
რესვერატროლი NR - Resveratrol NR 60 ტაბლეტი გრანიო - Granions
ანტიასაკობრივი ფორმულა!
ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში იზრდება ოქსიდაციური სტრესის გავლენა. უჯრედების დაცვა ოქსიდაციური სტრესისგან მნიშვნელოვანია ქსოვილებისა და ორგანოების, მათ შორის კანის, ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
გრანიო NR-AGE კომპლექსი წარმოადგენს პრემიუმ კლასის კომპლექსურ ფორმულას, რომლის აქტიური ინგრედიენტების სინერგიული კომბინაცია შექმნილია უჯრედული ენერგეტიკული მეტაბოლიზმის, ანტიოქსიდანტური დაცვისა და ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მხარდასაჭერად ასაკთან დაკავშირებული ბუნებრივი ცვლილებების ფონზე.
ნიკოტინამიდ რიბოზიდი (NR) - წარმოადგენს NAD⁺-ის (ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი) წინამორბედს. NAD⁺ არის უჯრედის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოენზიმი, რომელიც მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, მიტოქონდრიების ფუნქციონირებაში. ასაკის მატებასთან ერთად NAD⁺-ის დონე ბუნებრივად მცირდება, რაც ასოცირდება ენერგიის დაქვეითებასთან და უჯრედების დაბერებასთან. NR ხელს უწყობს ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მხარდაჭერას.
რესვერატროლი - მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლია, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ოქსიდაციური სტრესისგან უჯრედების დაცვა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქსოვილის, მათ შორის კანის, ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
კვერცეტინი - ბუნებრივი ფლავონოიდია, რომელიც ავსებს რესვერატროლის ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. ის ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას და ინარჩუნებს უჯრედულ ჰომეოსტაზს.
ვარდის ექსტრაქტი - არის პოლიფენოლების ბუნებრივი წყარო, რომელიც აძლიერებს ფორმულის ანტიოქსიდანტურ პოტენციალს.
მირობალანის ექსტრაქტი - ტრადიციულად გამოიყენება ფიტოთერაპიაში და გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ნიაცინი (ვიტამინი B₃) - ხელს უწყობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ფსიქოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებას და დაღლილობის შემცირებას, მონაწილეობს NAD⁺-ის სინთეზში.
• ნერვული სისტემის და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად
• მაღალი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს დაღლილობის შესამცირებლად
• ასაკთან დაკავშირებული ბუნებრივი ფიზიოლოგიური ცვლილებების ფონზე ორგანიზმის ფუნქციური აქტივობის მხარდასაჭერად
საკვები დანამატის სადღეღამისო დოზა (2 ტაბლეტი) შეიცავს: ნიკოტინამიდ რიბოზიდის ქლორიდი - 300 მგ, ტრანს-რესვერატროლი - 100 მგ, კვერცეტინი - 200 მგ, მირობალანის ექსტრაქტი - 50 მგ, ვარდის ექსტრაქტი - 50 მგ, ვიტამინი B3 - 213 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმის ფოსფატი; შემკვრელი აგენტი: ტრიკალციუმის ფოსფატი; გარსის წარმომქმნელი აგენტი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; საპოხი აგენტი: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
არ შეიცავს: ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას!
მიიღება 2 ტაბლეტი დღეში დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. ოპტიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია დოზის 2 მიღებაზე გაყოფა: 1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი შუადღეს, კვების დროს. ტაბლეტებს აქვს გამყოფი ხაზი და გადაყლაპვის გასაადვილებლად შესაძლებელია მათი შუაზე გაყოფა. კოლოფი გათვლილია 30 დღიან კურსზე.
რეკომენდებული კურსი: 1 თვე.
პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია დაბალანსებულ კვებასთან, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასთან, სრულფასოვან ძილსა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 18 წლამდე ასაკის პირებმა, ან მათ, ვინც იმყოფებიან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ან იღებენ სხვა მედიკამენტებს, გამოყენებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შენახვის პირობები: კოლოფი შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისა და ტენიანობისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.