აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ომეგა-3 საბავშვო 27 ტაბლეტი დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv

#96979_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაomega-3+vitamin D3
მოკლე აღწერა

ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

33.60₾
48.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ომეგა-3 საბავშვო 27 ტაბლეტი დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის!

•  ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას 

•  აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და ჯანსაღი ძვლებისთვის

•  შეიცავს 180 მგ ომეგა-3-ს, აქედან DHA 60 მგ-ია

•  იდეალური კომბინაციაა ვიტამინ D-თან ერთად

•  მიიღება 4 წლიდან

•  მარტივად მისაღები და გემრიელი საღეჭი გელ-ტაბლეტები მარწყვის და ციტრუსის არომატით

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით.

ომეგა-3-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველაზე ეფექტური გზა ცხიმიანი ზღვის თევზის (ორაგული, სკუმბრია, თინუსი, სარდინები)  რეგულარული მიღებაა, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია EPA და DHA-თი და ითვლება გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო ბუნებრივ წყაროდ. 

ბავშვებმა, ისევე როგორც მოზრდილებმა, შესაძლოა საკვებით ვერ მიიღონ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია საკვები დანამატების გამოყენება.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 საბავშვო არამარტო ეფექტურია, არამედ გემრიელიც: ბავშვებისთვის განკუთვნილი ომეგა-3 + ვიტამინი D3 გემრიელი საღეჭი გელ-ტაბლეტები უყვართ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს, ამასთან საუკეთესო ალტერნატივაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესავსებად.

ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 საბავშვო რეკომენდებულია: იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.

შემადგენლობა:

დღიური დოზა 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი შეიცავს: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონცენტრატი მიღებული ზღვის თევზის ზეთიდან - 300 მგ, აქედან  ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - 180 მგ (EPA - 90 მგ, DHA - 60 მგ), ვიტამინი D - 5 მკგ (200 სე). 

დამატებითი ინგრედიენტები: ზღვის თევზის ზეთის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, დამატკბობელი ქსილიტოლი, წყალი, დამატკბობელი სორბიტოლი, ჟელატინი (მსხვილფეხა საქონლის), ნატრიუმის ციტრატი, არომატიზატორები, მჟავიანობის რეგულატორი ვაშლის მჟავა, ასკორბინის მჟავა, პაპრიკას ექსტრაქტი, ვიტამინი D. 

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 4 წლიდან 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან შემდეგ. 

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას  

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს!

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: №27 გელ-ტაბლეტი მარწყვის და ლიმონის არომატით. 

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი.

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.

ასევე, იხილეთ: Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლ