აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ომეგაბიენ ინფანტი 27 პასტილა პილეჟე - Pileje

#107258_2863
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPiLeJe - პილეჟე
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა27
მოქმედი ნივთიერებაomega-3+vitamins D3+E
მოკლე აღწერა
გამოიყენება იმუნური სისტემის, ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების, თავის ტვინის ფუნქციონირების, მხედველობისა და ძვლების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
27.00₾
45.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ომეგაბიენ ინფანტი პლასტილა 27 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

საღეჭი რბილი პასტილები ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, D და E ვიტამინებით!

პილეჟე ომეგაბიენ ინფანტი არის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს (DHA და EPA), D3 და E ვიტამინებს.

კომპლექსი შექმნილია ბავშვის ორგანიზმის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვანია ზრდისა და განვითარების პერიოდში.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით.

ომეგა-3 - DHA - ხელს უწყობს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებასა და მხედველობის შენარჩუნებას.

 ომეგა-3 - EPA - მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებში.

ვიტამინი D - ხელს უწყობს ბავშვებში ნორმალურ ზრდასა და ძვლების განვითარებას.

ვიტამინი E - ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

რეკომენდებულია:

ბავშვების ყოველდღიურ რაციონში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების არასაკმარისი მიღებისას, განსაკუთრებით თევზისა და ომეგა-3-ით მდიდარი სხვა საკვების შეზღუდული მოხმარების შემთხვევაში. გამოიყენება იმუნური სისტემის, ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების, თავის ტვინის ფუნქციონირების, მხედველობისა და ძვლების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

შემადგენლობა:

დღიური დოზის 1 რბილი პასტილა შეიცავს: თევზის ზეთი - 279 მგ, მათ შორის ომეგა-3/პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 187 მგ, EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) - 28 მგ, DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) - 140 მგ, ვიტამინი D3 - 0,75 მკგ (15% NRV), ვიტამინი E - 4.5 მგ (37.5% NRV). 

დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, გაწმენდილი წყალი, სორბიტოლი, თევზის ჟელატინი, ნატრიუმის ციტრატი, გლიცერინი, ვაშლის მჟავა, აკაციის გუმფისი, ფორთოხლის ბუნებრივი არომატიზატორი, ბუნებრივი არომატიზატორი და პაპრიკის ექსტრაქტი.

არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავებს, კონსერვანტებს.

დოზირება:

მიიღება 3 წლიდან 1 საღეჭი რბილი პასტილა დღეში წყლის მიყოლების გარეშე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში, გამოყენებამდე რამდენიმე წუთით მოათავსეთ მაცივარში.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

სხვა D ვიტამინის შემცველი საკვები დამატების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ჯანდაცვის სპეციალისტთან. 

ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.

საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

გამოშვების ფორმა: N27 თევზის ფორმის რბილი, საღეჭი პასტილა, არ აქვს თევზის გემო და სუნი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე, საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.