| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Omni-Biotic - ომნი-ბიოტიკი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 84 |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ორგანიზმის გამართული მეტაბოლიზმისა და წონის კონტროლის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნაწლავის მიკრობიომის ბალანსია. დღეს უკვე ცნობილია, რომ ნაწლავში მცხოვრები ბაქტერიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ენერგიის ათვისებაზე, მადაზე, გლუკოზის ცვლაზე და ცხიმის დაგროვების პროცესზე. ზოგჯერ, მიუხედავად დაბალანსებული კვებისა, კალორიების შემცირებისა და რეგულარული ფიზიკური აქტივობისა, სასურველი შედეგის მიღწევა მაინც რთულდება. ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი არის ნაწლავის ბაქტერიული ბალანსის დარღვევა, კერძოდ ორი ძირითადი ბაქტერიული ჯგუფის — Firmicutes-ისა და Bacteroidetes-ის დისბალანსი. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტაბოლური დისბალანსისა და ჭარბი წონის დროს ხშირად იზრდება Firmicutes-ის რაოდენობა, რომლებიც ხელს უწყობენ ნახშირწყლების უფრო ეფექტურ ათვისებას და ენერგიის ცხიმის სახით დაგროვებას. ამის საპირისპიროდ, Bacteroidetes მონაწილეობენ რთული ნახშირწყლების დაშლასა და მათი ზედმეტი რაოდენობის ორგანიზმიდან გამოდევნაში.
OMNi-LOGiC® Apple Pectin არის ავსტრიული პრებიოტიკი, რომლის საფუძველს წარმოადგენს ვაშლის პექტინი — ბუნებრივი ხსნადი ბოჭკო. OMNi-LOGiC® Apple Pectin აერთიანებს ორმაგ მექანიზმს: ფიზიოლოგიურ მადის კონტროლსა და მიკრობიომის მხარდაჭერას, რაც ქმნის ბუნებრივ და კომპლექსურ მიდგომას მეტაბოლური ბალანსისათვის:
1. გელის წარმოქმნა — მადის ბუნებრივი კონტროლი > ვაშლის პექტინი წყალთან კონტაქტში ქმნის ბუნებრივ გელისებრ სტრუქტურას, რომელიც კუჭში მოცულობის გაზრდით, იწვევს სწრაფ დანაყრების შეგრძნებას, ხელს უწყობს მადის ბუნებრივ შემცირებას, ამცირებს გლუკოზის სწრაფ შეწოვას, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას
ამ მექანიზმის წყალობით ორგანიზმი იღებს ნაკლებ კალორიას, ხოლო ენერგიის მოხმარება უფრო დაბალანსებული ხდება.
2. პრებიოტიკური ეფექტი — ნაწლავის მიკრობიომის მხარდაჭერა > ვაშლის პექტინი წარმოადგენს საკვებ სუბსტრატს სასარგებლო ნაწლავური ბაქტერიებისთვის, განსაკუთრებით Bacteroidetes-ისთვის. მათი გამრავლების შედეგად > მცირდება ზედმეტი ნახშირწყლების ათვისება, რეგულირდება ენერგიის ცვლა, მცირდება ცხიმის დაგროვების ტენდენცია, უმჯობესდება ნაწლავის მიკრობიომის ბალანსი.
ვაშლის პექტინის ფერმენტაციის შედეგად ნაწლავში წარმოიქმნება მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები (SCFA), რომლებიც: აძლიერებენ ნაწლავის დამცველობით ბარიერს, ამცირებენ ქრონიკულ ანთებას, მონაწილეობენ მეტაბოლური ჰორმონების რეგულაციაში, ხელს უწყობენ გლუკოზისა და ლიპიდების ბალანსს
რა შემთხვევაში გამოიყენება
OMNi-LOGiC® Apple Pectin რეკომენდებულია როგორც ბუნებრივი დამხმარე საშუალება:
სასურველი წონის მიღწევის გასამარტივებლად; მადისა და შაქარზე მოთხოვნის შესამცირებლად; ნაწლავის მიკრობიომის ბალანსის მხარდასაჭერად; მეტაბოლური პროცესების დასარეგულირებლად; ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის დროს;
ინსულინრეზისტენტობისას როგორც დამატებითი მხარდაჭერა; დისმეტაბოლური პროცესებით მიმდინარე მდგომარეობებში (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.)
ვაშლის პექტინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულის გარსი)
მიიღეთ ომნი-ლოჯიკი/ეფლ პექტინი 3 კაფსულა დღეში ორჯერ, საკვების მიღებამდე, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
ვეგანური, არ შეიცავს დამატებით ცხოველურ ცილას, გლუტენს, საფუარსა და ლაქტოზას და დასაშვებია რძის მიმართ ალერგიის მქონე პირთათვის. საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. პროდუქტი დასაშვებია ბავშვებში, ორსულობა/ლაქტაციის დროს (სასურველია ექიმის რეკომენდაცია).
გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე
გამოშვების ფორმა: N84 კაფსულა
მწარმოებელი: Institut AllergoSan Pharma GmbH , ავსტრია
Institut AllergoSan - ავსტრიული სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მიკრობიომის კვლევის გლობალური ლიდერი - 1991 წელს დაარსდა და 30 წელზე მეტია წარმოდგენილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ალერგოსანი ქმნის უნიკალურ, ჰიპოალერგიულ, ბუნებრივ ფორმულებს: პრობიოტიკების, პრებიოტიკების, მცენარეული ექსტრაქტებისა და მინერალების შემცველობით.
Institut AllergoSan -ი მჭიდროდ თანამშრომლობს მედიცინის, ბიოლოგიის, ფარმაკოლოგიისა და ბიოქიმიის სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მკვლევარებთან. ინსტიტუტის სახელთანაა დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული კვლევები: 150-მდე ჩატარებული კლინიკური კვლევა, 50-მდე მიმდინარე კვლევა, 60-ზე მეტი კვლევითი პარტნიორი და 30 კვლევითი სფერო საერთაშორისო მასშტაბით.
Institut Allergosan-ის მისიას თანამედროვე მეცნიერული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილი, მიზნობრივ საჭიროებებზე მორგებული მომავლის ფორმულებით ადამიანების ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენს.