აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კურკუმინი 60 კაფსულა ფიური - Pure

#97259_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაcurcumin
მოკლე აღწერა

კურკუმინი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებთ.

120.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კურკუმინი 60 კაფსულა ფიური - Pure

ჯანმრთელობის ბუნებრივი მხარდაჭერა!

ფიური/კურკუმას ექსტრაქტი მიღებულია Curcuma longa-ს ფესვიდან, სტანდარტიზებულია, შეიცავს 95% კურკუმინოიდებს.

· ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და დეტოქსიკანტი

· გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი  მოქმედებით

·  ხელს უწყობს სახსრების, ქსოვილების, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის და უჯრედების ჯანმრთელობას

· შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის Curcumin C3 Complex®-ს (სამი კურკუმინოიდის დაპატენტებული კომპლექსი)

· დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან

კურკუმინი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ტრადიციულად გამოიყენება იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, ასევე ორგანიზმის ზოგადი ტონუსის და ანტიოქსიდაციური დაცვის გასაძლიერებლად.

კურკუმინი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე -  ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსის შენარჩუნებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში:

· ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები

· დაბალი იმუნიტეტი

· ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

· კანის და პირის ღრუს დაავადებები 

· კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები

შემადგენლობა

2 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: კურკუმას ექსტრაქტი მიღებული Curcuma longa-ს ფესვიდან - 500 მგ. (სტანდარტიზებულია, შეიცავს 95% კურკუმინოიდებს). 

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი). 

დოზირება

მიიღება 18 წლიდან 2 კაფსულა 1-3-ჯერ დღეში კვებებს შორის შუალედში. 

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.  

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან. 

Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.

Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას. 

ასევე, იხილეთ: კურკუმა 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab