აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი C 500მგ 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

#104685_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა50 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაvitamin C
მოკლე აღწერა
გამოიყენება გაციების და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს.
78.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი C 500მგ 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

Ester-C plus 500მგ C ვიტამინი

1 კაფსულის შემადგენლობა:

C ვიტამინი (Ester-C-ის სახით, კალციუმის ასკორბატიდან მიღებული) – 500მგ

ციტრუსის ბიოფლავონოიდების კომპლექსი - 25მგ

აცეროლას ნაყოფის ექსტრაქტი (Malpighia glabra) - 10მგ

ასკილის ნაყოფი - 10მგ

რუტინი - 5მგ

კომპლექსში C ვიტამინი წარმოდგენილია ბიოლოგიურად აქტიური ფორმით, კალციუმის ასკორბატიდან მიღებული Ester-C-ის სახით. ჩეულებრივი ასკორბინის მჟავისგან განსხვავებით Ester-C გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობითა და პროლონგირებული მოქმედებით. იგი სწრაფად აღადგენს ორგანიზმში C ვიტამინის ბალანსს. არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და არ ზრდის კონკრემენტების წარმოქმნის რისკს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

C ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე. C ვიტამინი ძირითად როლს ასრულებს კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის, კბილების, ძვლოვანი ქსოვილის აღდგენისა და ზრდის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს. იგი აჩქარებს შეხორცების პროცესებს ჭრილობისა და დამწვრობის დროს. არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსული ორგანიზმების გამრავლებას; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში; C ვიტამინს რეგულარული გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში; ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას; ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს. 

ციტრუსის ბიოფლავონოიდების  კომპლექსი  - გამოირჩევა  ანტიოქსიდანტური თვისებებით, მონაწილეობს უჯრედულ სასიგნალო სისტემებში და ქრონიკული დაავადებების პრევენციაში (შაქრიანი დიაბეტი და ოსტეოპოროზი). მოქმედების სპექტრი: P ვიტამინური აქტივობა, სპაზმის მოხსნა, სისხლში გლუკოზის დონის და წნევის კორექცია,  ნაღვლმდენი ეფექტი.

აცეროლა (ველური, ბარბადოსის ალუბალი) - მდიდარია C, A და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე შეიცავს   რკინას, კალციუმს, ფოსფორს და ამინომჟავა ჰისტიდინს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმში კოლაგენის სინთეზს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. აძლიერებს იმუნიტეტს. აქვს მატონიზირებელი და აღმდგენი მოქმედება. აცეროლა გამოიყენება ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს (A,B,C,D ჰეპატიტი და ციროზი), ქრონიკული და მძიმე დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის დასაჩქარებლად, რეკომენდებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.  აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდას.

რუტინი (ვიტამინი P) ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას გარდაქმნას დეჰიდროასკორბინის მჟავად და ხელს უშლის უკანასკნელის შემდგომ ტრასფორმირებას დიკეტოგულონმჟავაში. რუტინი ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამტარობასა და ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, (მათ შორის ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე), ანტიოქსიდანტური ნაღველმდენი და მსუბუქი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. იგი მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ქრონიკული ვენოზური უკმარისობის დროს რუტინი ამცირებს ტკივილს, შეშუპებას, ტროფიული დარღვევებს, პარესთეზიებსა და კრუნჩხვას. ამცირებს სხივური თერაპიის გვერდით ეფექტებს და აფერხებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.

ასკილი ხასიათდება: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი დ შარდმდენი მოქმედება.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში): 

·  გაციება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

·  იმუნიტეტის დაქვეითება

·  გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა

·  გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა

·  ატოპიური დერმატიტი, ასთმა

·  ათეროსკლეროზი

·  თვალის, კანის, სოკოვანი დაავადებები, ღრძილების ანთება (კომპლექსური მკურნალობა)

·  ჭრილობის შეხორცების გართულება

·  დაავადებების გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდი

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს,  შაქარს, ნატრიუმს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება:

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის მიღების ან დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.

ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.

გამოშვების ფორმა: 50 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.