აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ქლორელა 150 ტაბლეტი პრანარომი - Pranarom

#106518_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა150 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაChlorella vulgaris
მოკლე აღწერა
ბუნებრივი დეტოქსიკაციის, ენერგიისა და იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.
36.00₾
60.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ქლორელა 150 ტაბლეტი პრანარომი - Pranarom

ბუნებრივი დეტოქსიკაციის, ენერგიისა და იმუნური სისტემის მხარდასაჭერად!

პრანარომი ქლორელა ბიო შეიცავს 100%-ით ორგანულ ქლორელას. ქლორელა მტკნარი წყლის მიკროწყალმცენარეა, რომელიც მაღალი კვებითი ღირებულების გამო ფართოდ გამოიყენება საკვები დანამატების წარმოებაში. იგი შეიცავს 50–60% ცილას, მათ შორის აუცილებელ ამინომჟავებს, ასევე მდიდარია მინერალებით (კალციუმი, ბიოშეღწევადი რკინა, სპილენძი, მაგნიუმი და სხვა) და ვიტამინებით (B1, B2, B6, B9, A, B12 და C).

პრანარომი ქლორელა ბიო ხელს უწყობს:

•  ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციის პროცესების მხარდაჭერას, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების გამოდევნას

•  ენერგიის აღდგენას და დაღლილობის შემცირებას, მათ შორის ქრონიკული მდგომარეობების დროს

•  კვებითი დეფიციტების პრევენციას, განსაკუთრებით წონის კლების პროგრამების, ვეგანური და ვეგეტარიანული კვების დროს

•  იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდაჭერას

შემადგენლობა:

საკვები დანამატის ერთი ტაბლეტი შეიცავს: ქლორელა - 500 მგ. (Chlorella vulgaris Beijerinck*- 100%) 100%-ით ორგანული ქლორელა. 

არ შეიცავს: დამხმარე ნივთიერებებს - შემავსებლებს, შემკვრელებს, შეწებების საწინააღმდეგო აგენტებს და სხვ. ვეგანური და ვეგეტარიანული ფორმულა.

გაფრთხილება:

შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ეს პროდუქტი არ ცვლის მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

შენიშვნა: ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება დასაშვებია (Allaitement OK).

გამოყენების წესი:

მიიღება 3 წლიდან 3-6 ტაბლეტი დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 6 ტაბლეტი (3 გ). 

გამოშვების ფორმა: 150 ტაბლეტი.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ესპანეთი.

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.0

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს