აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ჯუვექსტრა 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#59566_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაherbal comb.drug
მოკლე აღწერა

ჯუვექსტრა აუმჯობესებს ქალის და მამაკაცის სექსუალურ  ფუნქციას.

65.59₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ჯუვექსტრა 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ჯუვექსტრა წარმოადგენს მცენარეული და ამინომჟავური ინგრედიენტების კომპლექსს, რომელიც შექმნილია ზოგადი ტონუსის, ენერგიისა და სექსუალური ფუნქციის მხარდასაჭერად. მისი აქტიური ნივთიერებები ტრადიციულად გამოიყენება როგორც ბუნებრივი საშუალებები ლიბიდოს, ფიზიკური გამძლეობის და ჰორმონალური ბალანსის გასაუმჯობესებლად.

ჩიტიწვივა შეიცავს იკარინს, რომელიც ზრდის სისხლის ნაკადს სასქესო ორგანოებში და აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ა ეფექტურია ერექციული დისფუნქციის და ვაგინალური სიმშრალის სამკურნალოდ, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს.

მაკის ფესვები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს და ამინომჟავებს, ეს ნივთიერებები ხელს უწყობს მამაკაცის და ქალის სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებას, მამაკაცებში ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და აძლიერებს სპერმატოგენეზს,ქალებში არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს. მაკის ფესვებში არსებული ცხიმოვანი მჟავების არსებობა ამაღლებს სქესობრივი აქტივობის სურვილს, ზრდის ლიბიდოს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, აღადგენს ენერგიას.

კუროსთავას შემადგენლობაში შედის ისეთი აქტიური კომპონენტები, რომლებიც აუმჯობესებენ ტესტოსტერონის გამომუშავებას, ასტიმულირებენ რეპროდუქციულ სისტემას.

პალმეტო აფერხებს პროსტატის ჰიპერპლაზიას, ხასიათდება ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტით.

კილამურა (კლდის ძირტკბილა) - აუმჯობესებს პროსტატის ჯირკვლის ადენომის დროს შარდის გამოყოფას, გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული მოქმედება.

მუირა პუამას ფესვები აუმჯობესებს სექსუალურ ლტოლვას, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, მატებს ენერგიას და ძალას.

L არგანინი არგინინი ხელს უწყობს მამაკაცებში ლიბიდოს მატებას, ფოლიკულმასტიმულირებელი(FSH) და მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სინთეზის გზით აბალანსებს ჰორმონალურ ფონს ქალებში, ასტიმულირებს ოვოგენეზს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, ზრდის ლიბიდოს.

ჟენშენს გააჩნია ზოგადი გამაჯანსაღებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, დადებითად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

• სექსუალური ფუნქციის დარღვევები (მამაკაცებში და ქალებში)
• ლიბიდოს შემცირება
• ფიზიკური ან გონებრივი გადაღლა
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• ჰორმონული ბალანსის მხარდაჭერა
• ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლება

შემადგენლობა

2 კაფსულა შეიცავს:

ჩიტი წვივას ექსტრაქტი (Epimedium sagittatum)

1000 მგ

მაკის ფესვის ფხვნილი

250 მგ

კუროსთავი - 40% ექსტრაქტი

60 მგ

კილამურა (კლდის ძირტკბილას ფესვის ფხვნილი)

20 მგ

ტონგალ ოლი (Eurocoma longifolia)

100 მგ

პალმეტო

100 მგ

მუირ პუამას ფესვის ფხვნილი

20 მგ

L არგინინი

20 მგ

ჟენშენი

20 მგ

დოზირება

დღეში 2 კაფსულა, უმჯობესია საკვებთან ერთად, ფიზიკურ აქტივობამდე 1-2 საათით ადრე, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

უკუჩვენება:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირები, საშვილოსნოს და ძუძუს სიმსივნე, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ფიბრომა. გულის უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტონია. პაციენტები რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.