აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გლუვილექსი ულტრა 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#83207_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაglucosamin+collagen+hyaluronic ac.+herba
მოკლე აღწერა

გამოიყენება სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტოფიული დაავადებების დროს.

120.80₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

გლუვილექსი ულტრა 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

  • ახალი თაობის ქონდროპროტექტორი
  • ამცირებს ანთებით პროცესებს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას
  • იცავს ხრტილოვან ქსოვილს დაზიანებისგან

გლუვილექსი ულტრა კომბინირებულ შემადგენლობის საკვები დანამატი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედებით

  • ბოსველია, კურკუმინი და  ჯინჯერი  -  მოქმედებს სინერგიულად, ხასიათდება ანალგეზიური, ანთების  საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას სახსრებში
  • კოლაგენი (ტიპი II ), არადენატურირებული - აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას, მოქნილობას, ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებას და სახსრების რეგენერაციას. 
  • ჰიალურონის მჟავა და გლუკოზამინი - გამოიყენება როგორც ,,საპოხი’’ ნივთიერება სასახსრე ზედაპირებისთვის, იცავს ხრტილოვან ქსოვილს დამატებითი დაზიანებისაგან;
  • ბიოპერინი - აძლიერებს აქტიური ინგრედიენტების ბიოშეღწევადობას

გლუვილექსი ულტრა აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციულ ცვლილებებს, მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და  შენებაში, ხელს უწყობს ხრტილოვანი ზედაპირის და სასახსრე ჩანთის რეგენერაციას. ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას და აუმჯობესებს მოძრაობას, ამცირებს ტკივილს სახსარში, როგორც მოსვენების, ასევე მოძრაობის დროს. 

ბოსველია სერატა - გლუვილექსი ულტრა შეიცავს ბოსველია სერატას (გუმფისი - წებოვანი ექსტაქტი) მაღალ კონცენტრატს, სადაც  ბოსველიის მჟავების /AKBA (აცეტილ-კეტო -β-ბოსველიას მჟავა) შემცველობა 65 % -ს აღწევს.

  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - ბოსველიის მჟავები ეფექტურად თრგუნავს   ლეიკოტრიენების წარმომქმნელ 5- ლიპოქსიგენაზას სინთეზს, ხელს უშლის ლეიკოციტებისა და მაკროფაგების შეღწევას ხრტილსა და სასახსრე სითხეში, ამცირებს ხრტილის დაზიანებას.
  • ამცირებს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ პროცესებს და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას - ბოსველიის მჟავები ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურული კომპონენტების გამოდევნას, რის შედეგადაც ნელდება ხრტილოვანი ქსოვილის დაშლის პროცესი და აქტიურდება აღდგენითი პროცესები
  • ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი - მისი აქტიური კომპონენტები ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას სახსრებში

კურკუმინი - აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აინჰიბირებს ისეთ პრო-ანთებით მედიატორებს, როგორებიცაა ინტერლეიკინი-1-β, TNF-α (სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი -ალფა), ცოგ-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) და PGE2 (პროსტაგლანდინი E2), რის შედეგადაც მცირდება ტკივილი და შეშუპება.

ჯინჯერი  - აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი ბლოკავს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ სახსრის ხრტილის სტრუქტურისა და ფუნქციის რღვევას, ჯინჯეროლი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

UC II არადენატურირებული II ტიპი კოლაგენი - გააჩნია სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, მყესების და იოგების აღმდგენი მოქმედება, ანიჭებს მათ ელასტიურობას, ამცირებს ზედაპირებს შორის ხახუნს, ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას, ამცირებს ტკივილს და ანთებით პროცესებს. 

გლუკოზამინის სულფატი - ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მონაწილეობს ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების სინთეზში, აუმჯობესებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ასტიმულირებს პროტეოგლიკანების სინთეზს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ჰიალინის ქსოვილში, ხელს უწყობს ხრტილის ზედაპირისა და სახსრის ჩანთის რეგენერაციას. ზრდის სინოვიალური სითხის წარმოქმნას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის უნარს, ამცირებს თანმხლებ ანთებით პროცესს, ტკივილს და მოთხოვნილებას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს).

ჰიალურონის მჟავა - უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია, სინოვიალური სითხის და ხრტილის შემადგენელი ნაწილი. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყობს სახსრების სტრუქტურულ სიმყარეს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას. წარმოადგენს სითხის ე.წ. ,,რეზერვუარს’’, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.

ბიოპერინი  (შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი)  აძლიერებს  აქტიური ინგრედიენტების  ბიოშეღწევადობას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

  • სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტოფიული დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა 
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ. სახსრების)
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი
  • ოსტეოქონდროზი
  • სპონდილოზი, სპონდილიტი
  • იოგების და მყესების პოსტტრამვული პერიოდი
  • სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
  • 40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა
  • მოტეხილობები
  • იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის პირები და სპორტსმენები

შემადგენლობა

3 ტაბლეტი შეიცავს :

  • ბოსველია სერატას 65% -იანი ექსტრაქტი - 300 მგ
  • კურკუმის ფესვების 95%-იანი ექსტრაქტი - 150 მგ
  • კოლაგენი (UC II არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი) - 120 მგ
  • ჰიალურონის მჟავა - 100 მგ,
  • ჯინჯერის ფესვების ფხვნილი -100 მგ,
  • გლუკოზამინის სულფატი -1500 მგ,
  • ბიოპერინი (შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი) - 45 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი,  სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი  2- 3 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. 

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30, N90 კაფსულა.  

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.