აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ქონდროიტინ გლუკოზამინი 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

#47694_2153
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაglucosamine hydrochl
მოკლე აღწერა

ჩვენება: ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი.

119.20₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ქონდროიტინ გლუკოზამინი 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

ქონდროპროტექტორი

გლუკოზამინი, ჰიალურონის მჟავა, ქონდროიტინი, მეთილსულფონილმეთანი(მსმ)

მოქნილობის, მობილურობის, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა.

თავისუფალი მოძრაობის ფორმულა  აქტიური ცხოვრების წესისთვის

რატომ სოლგარის ქონდროპროტექტორი?

სოლგარის მაღალტექნოლოგიური სრულყოფილი ფორმულა შეიცავს:

· გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 1500მგ, 

· ქონდროიტინის სულფატი 1200მგ,

· მეთილსულფონილმეთანი 1500მგ, 

· ბიოუჯრედოვანი კოლაგენი ტიპი II - 300მგ, რომლისგანაც მიიღება: ჰიდროლიზებული კოლაგენი ტიპი II - 180 მგ, ქონდროიტინის სულფატი -  48 მგ, ჰიალურონის მჟავა - 30 მგ

გლუკოზამინის სულფატი  - პოლისაქარიდია, რომელიც ასტიმულირებს პროტეოგლიკანის  და ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას. აუცილებელია ხრტილის, იოგების, მყესების და სინოვიალური სითხის ფორმირებისთვის. მოქმედებს ხრტილის ჰიდრატაციაზე და აუმჯობესებს სახსრის მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს.

ქონდროიტინის სულფატი  - გლიკოზამინების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობასა და დრეკადობას. აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას.

მეთილსულფონილმეთანი(მსმ) -  გოგირდის შემცველი ორგანული ნაერთია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქმნაში. უზრუნველყოფს ძვლისა და ხრტილის ქსოვილის სწორ ფორმირებასა და აღდგენას. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

კოლაგენი - წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის(ხრტილი,ძვალი,მყესები, იოგები, კანი) მთავარ სტრუქტურულ ცილას. იგი პასუხისმგებელია უჯრედების შეკავშირებასა და ორგანიზმის მექანიკურ ფუნქციებზე.

იხილეთ ბლოგი: ოსტეოართროზი — დაავადების წარმოშობა, სიმპტომები და მკურნალობის გზები

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

· ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;

· პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი;

· მხარ-ბეჭის პერიართრიტი;

· ოსტეოქონდროზი;

· კოქსართროზი;

· სპონდილიტი;

· სპონდილოზი;

· ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია;

· ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი;

· სპორტი და ფიზიკური აქტივობა

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკოგელი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.

არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს,სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს 

დოზირება:

მიიღება 3 ტაბლეტი დღეში კვების დროს

გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ