| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Doppelherz / დოპელჰერცი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
| მოცულობა | 25 მლ |
კოლაგენი კურკუმა და ჯინჯერი 30 ბოთლი დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv
ჯანსაღი და მოქნილი სახსრებისთვის!
მზა დასალევი ბოთლები ფორთოხლის არომატით!
ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვანია ჯანსაღი და მოქნილი სახსრების შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი 11 000 პლიუსი შეიცავს ხრტილისა და შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს - კოლაგენის ჰიდროლიზატს 11 გრ და 100 მგ ქონდროიტინის სულფატს, ასევე შეიცავს ჯინჯერს, კურკუმას, ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსს, რაც ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
კოლაგენი შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტია, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იოგების, მყესების, ხრტილების და ძვლების ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ქონდროიტინის სულფატი პროტეოგლიკანების ერთ-ერთი მთავარი საშენი მასალაა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხრტილის სტრუქტურის შენარჩუნებაზე და მის მდგრადობაზე გაჭიმვისა და შეკუმშვის მიმართ.
ვიტამინი C ხელს უწყობს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, ხრტილების და ძვლების გამართულ ფუნქციონირებას, ასევე იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
სპილენძი უზრუნველყოფს ჯანსაღი შემაერთებელი ქსოვილის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სელენი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.
ვიტამინი D ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას, ასევე კუნთების და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
კურკუმინი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით, ხელს უწყობს სახსრებში ანთების შემცირებას.
ჯინჯერის ექსტრაქტის აქვს ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები.
დღიური დოზა ერთი მზა დასალევი ბოთლი შეიცავს: კოლაგენის ჰიდროლიზატი - 11 გ, ქონდროიტინის სულფატი - 100 მგ, ვიტამინი C - 60 მგ, ვიტამინი D3 -5 მკგ, სელენიუმი - 16,5 მგ, სპილენძი - 0,3 მგ, კურკუმას ფესვის წვენი - 2 გ, ჯინჯერის ფესვის ექსტრაქტი - 40 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: კოლაგენის ჰიდროლიზატი (მსხვილფეხა რქოსანი საქონლიდან მიღებული), წყალი, ფრუქტოზა, კურკუმას ფესვის წვენი, ლიმონმჟავა, სტაბილიზატორი გლიცერინი, ქონდროიტინის სულფატი (ცხოველური), ვიტამინი C, ჯინჯერის ფესვის ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, არომატიზატორი, დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის სელენატი, ვიტამინი D.
ლაქტოზის და გლუტენის გარეშე!
მიიღება მოზრდილებში 1 მზა დასალევი ბოთლი დღეში, ბოთლი მიღებამდე უნდა შეინჯღრეს.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული ორსული ან მეძუძური ქალებისთვის, ასევე 18 წლამდე ბავშვებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №30 მზა დასალევი ბოთლი ფორთოხლის არომატით.
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.
Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი.
ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.
ასევე, იხილეთ: Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი კოლაგენ+ 30 ამპულა