| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | vitamins+minerals |
ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები მამაკაცის ფერტილობის მხარდასაჭერად!
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები მამაკაცის ფერტილობის მხარდასაჭერად!
ორთომოლ® ფერტილ პლიუსი შექმნილია სპეციალურად მამაკაცებისთვის რეპროდუქციული ფუნქციის მხარდასაჭერად.
ორთომოლ® ფერტილ პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
კოენზიმ Q10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენდოგენურ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნის პროცესში.უბიქინონი დადებითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე და აქტივობაზე.
თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აუცილებელია ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი B6, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა (ფოლატი) ხელს უწყობს ჰომოცისტეინის დონის რეგულირებას.
სელენი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დადებითად აისახება სპერმის რაოდენობასა და მოძრაობაზე.
სპილენძი, ვიტამინი C, ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
L-კარნიტინი ენერგიის წყაროა, რომელიც მონაწილეობს ეაკულატის ფორმირებაში, ზრდის სპემატოზოიდების აქტივობას და უზრუნველყოფს მიზანმიმართულ მოძრაობას კვერცხუჯრედისკენ.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიერ.
ორთომოლ® ფერტილ პლიუსის შემადგენლობა: დღიური დოზა 3 ტაბლეტი + 1 კაფსულა (2.6 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
| კოენზიმ Q10 | 15 მგ | |
| L-კარნიტინი | 440 მგ | |
| ლუთეინი | 800 მკგ | |
| ლიკოპენი | 200 მკგ | |
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 170 მგ | |
| EPA | 90 მგ | |
| DHA | 60 მგ | |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი A | 333 მკგ RE° | 42 |
| ბეტა კაროტინი | 333 მკგ RE° | |
| ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე)°° | 300 |
| ვიტამინი E | 120 მგ ალფა TE°°° | 1000 |
| ვიტამინი C | 250 მგ | 313 |
| ვიტამინი B6 | 3.5 მგ | 250 |
| ფოლის მჟავა | 300 მკგ | 150 |
| ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
| მინერალები: | ||
| თუთია | 15 მგ | 150 |
| სპილენძი | 1 მგ | 100 |
| სელენი | 80 მკგ | 145 |
• ° RE = რეტინოლის ექვივალენტები
• °° IU = საერთაშორისო ერთეულები
• °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები
• ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: L-კარნიტინ L-ტარტრატი (24%), მალტოდექსტრინი, თევზის ზეთი (11%), L-ასკორბინის მჟავა, ჟელატინი (საქონლის)შემავსებელი მიკროკრისტალური ცელულოზა, D-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, შემავსებელი ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, დამატენიანებელი გლიცერინი თუთიის სულფატი, შემავსებელი კალციუმის ფოსფატები, გამომყოფი აგენტი სილიციუმის დიოქსიდი, გამომყოფი აგენტი ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, კოენზიმი Q10 (0.7%), დამატენიანებელი სორბიტოლი, კალციუმის კარბონატი, ტალკი, ეთილის ცელულოზა, სპილენძის სულფატი, ბეტა-კაროტინი, ერექტას ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ლუთეინს, რკინის ოქსიდის საღებავს, პტეროილმონოგლუტამინის მჟავას, ნატრიუმის სელენატს.
მიიღება 1 კაფსულა და 3 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ®ფერტილ პლიუსის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (კაფსულა + ტაბლეტი).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.