| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Orthomol - ორთომოლი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | vitamins+minerals |
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლი® ნატალი
გრანულები+კაფსულები
მიკრონუტრიენტების კომბინაცია ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის!
ორთომოლი® ნატალი ვიტამინების და მინერალების კომპლექსი ხელს უწყობს ორსული და მეძუძური დედების ჯანმრთელობის მხარდაჭერას.
რა არის ორთომოლი® ნატალიში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები და მახასიათებლები:
ფოლიუმის მჟავა - მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს.
ორთომოლ® ნატალიში შემავალი Quadrefolic®-ი არის ფოლატის აქტიური ფორმა, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები (განსაკუთრებით DHA), ხელს უწყობს ნაყოფისა და ძუძუთი კვების პერიოდში ჩვილის ტვინის და თვალების ნორმალური განვითარების მხარდაჭერას.
ქრომი - არეგულირებს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონეს.
პრობიოტიკები (რძემჟავა ბაქტერიები) - დადებითად მოქმედებს ნაწლავურ ფლორაზე.
რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.
ქოლინი უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის ნორმალურ ცვლას.
კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, D ვიტამინი, B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.
C ვიტამინი, B6, B12, D ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა, რკინა, თუთია, სელენი და სპილენძი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
კალციუმი, K ვიტამინი, D ვიტამინი, თუთია და მაგნიუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად.
D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ შეწოვას და ათვისებას.
იოდი და სელენი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
კალციუმი და მაგნიუმი უმნიშვნელოვანესი მინერალებია კუნთებისთვის.
C ვიტამინი, რიბოფლავინი (B2), B6, B12, ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი, პანტოთენის მჟავა და მაგნიუმი ამცირებს დაღლილობას და სისუსტეს.
იხილეთ ბლოგი: ორთომოლეკულური მედიცინა და საკვები დანამატები დაორსულებამდე თუ მის შემდეგ
რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):
· ორსულობის პერიოდი (სამივე ტრიმესტრი)
· ლაქტაციის პერიოდი
დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 10 გ) + 3 კაფსულა (2,1 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %RM** |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი A | 333 მკგ | 42 |
| ბეტა კაროტინი | 333 მკგ | |
| ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე) | 300 |
| ვიტამინი E | 36 მგ | 300 |
| ვიტამინი K | 60 მკგ | 80 |
| ვიტამინი C | 110 მგ | 138 |
| თიამინი B1 | 3 მგ | 273 |
| რიბოფლავინი B2 | 3.5 მგ | 250 |
| ნიაცინი | 36 მგ | 225 |
| ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
| ფოლის მჟავა, აქედან | 500 მკგ | 250 |
| პტეროილმონოგლუტამინის მჟავა | 300 მკგ | |
| (6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავას გლუკოზამინის მარილი | 200 მკგ | |
| ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
| ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
| პანტოთენი | 18 მგ | 300 |
| მინერალები: | ||
| კალციუმი | 200 მგ | 25 |
| მაგნიუმი | 100 მგ | 27 |
| რკინა | 5 მგ | 36 |
| სპილენძი | 1 მგ | 100 |
| თუთია | 5 მგ | 50 |
| სელენი | 30 მკგ | 55 |
| ქრომი | 60 მკგ | 150 |
| მოლიბდენი | 80 მკგ | 160 |
| იოდი | 150 მკგ | 100 |
| ასევე შეიცავს: | ||
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 360 მგ | *** |
| EPA | 40 მგ | *** |
| DHA | 300 მგ | *** |
| ქოლინი | 100 მგ | *** |
| ლუთეინი | 2.5 მგ | *** |
| ზეაქსანტინი | 500 მკგ | *** |
| რძემჟავა ბაქტერიები | 3X109 CFU° | *** |
3X109 CFU°: Lactococcus lactis, Lactobacillus casei, Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium bifidum.
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტები
· °° IU = საერთაშორისო ერთეულები
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები
· NE = ნიაცინის ექვივალენტები
· ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი
დამატებითი ინგრედიენტები:
კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), სახამებელი, მაგნიუმის კარბონატი, თევზის ზეთი, ჟელატინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), L-ასკორბინის მჟავა, გლიცეროლი (დამატენიანებელი), ფუტკრის ცვილი (შემავსებელი აგენტი), ვიტამინი E, მალტოდექსტრინი (შემავსებელი აგენტი), სორბიტოლი (შემავსებელი აგენტი), ნიკოტინამიდი, თუთიის გლუკონატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ჯვარედინად-დაკავშირებული ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), კალციუმის D-პანტოთენატი, სილიციუმის დიოქსიდი (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), რკინის ფუმარატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების კალციუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ტიტანის დიოქსიდი (ფერი), რძემჟავა ბაქტერიების კულტურა (შეიძლება შეიცავდეს რძის ან სოიოს ნაწილაკებს), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მცენარეული ზეთი, თიამინის ჰიდროქლორიდი, პოლივინილ პოვიდონი (შემავსებელი აგენტი), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), რკინის ოქსიდი (ფერი), სოიოს ლეციტინი (ემულგატორი), რიბოფლავინ, სპილენძის სულფატი, ბეტა-კაროტინი, ლაქტიტოლი (შემავსებელი აგენტი), ფოლიუმის მჟავა, არაბული ფისი (შემავსებელი აგენტი), ქრომის (III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ფილოქინონი, ნატრიუმის სელენატი, ციანოკობალამინი, ქოლეკალციფეროლი.
· მიიღება 1 პაკეტი გრანულებით (პაკეტის შიგთავსი გრანულები იხსნება 150 - 200 მლ წყალში) და 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ ორსულებში და მეძუძურ დედებში, ყოველდღიური დოზის მიღება შეიძლება გადანაწილდეს დღის მანძილზე
· პრობიოტიკების შემცველი კაფსულა, მოთავსებული ცალკე ბლისტერზე, მიიღება დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე
· ორთომოლი®ნატალის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად
გაფრთხილება:
· ორსულობის დროს რკინის და ხშირად მაგნიუმის საჭიროებაც განსაკუთრებით მაღალია, აქედან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს ამ ნივთიერებების დამატებით მიღება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· ორთომოლი®ნატალი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· იშვიათად, რძემჟავა ბაქტერიების კაფსულის მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები
· საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას , არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა:
№30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი (თითო პაკეტში 2 კაფსულა) + 30 კაფსულა ბლისტერზე.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.