აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნატალი N30 (ტაბ+კაფ) პაკეტი ორთომოლი - Orthomol

#62780_2580
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაvitamins+minerals+probiotics
მოკლე აღწერა
ორთომოლ® ნატალი ვიტამინების და მინერალების კომპლექსი ხელს უწყობს ორსული და მეძუძური დედების ჯანმრთელობის მხარდაჭერას. 
250.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ნატალი 
 
ტაბლეტები+კაფსულები
 
მიკრონუტრიენტების კომბინაცია ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის!

ორთომოლ® ნატალი ვიტამინების და მინერალების კომპლექსი ხელს უწყობს ორსული და მეძუძური დედების ჯანმრთელობის მხარდაჭერას. 

რა არის ორთომოლი® ნატალიში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები და მახასიათებლები:

ფოლიუმის მჟავა - მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს. 

ორთომოლი® ნატალიში შემავალი Quadrefolic®-ი არის ფოლატის აქტიური ფორმა, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები (განსაკუთრებით DHA), ხელს უწყობს ნაყოფის და ძუძუთი კვების პერიოდში ჩვილის ტვინის და თვალების ნორმალური განვითარების მხარდაჭერას.

ქრომი - არეგულირებს სისხლში გლუკოზის ნორმალურ დონეს.

პრობიოტიკები (რძემჟავა ბაქტერიები) - დადებითად მოქმედებს ნაწლავურ ფლორაზე,

რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.

ქოლინი უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის ნორმალურ ცვლას.

კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, D ვიტამინი, B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.

C ვიტამინი, B6, B12, D ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა, რკინა, თუთია, სელენი და სპილენძი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

კალციუმი, K ვიტამინი, D ვიტამინი, თუთია და მაგნიუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად.

D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ შეწოვას და ათვისებას.

იოდი და სელენი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

კალციუმი და მაგნიუმი უმნიშვნელოვანესი მინერალებია კუნთებისთვის.

C ვიტამინი, რიბოფლავინი (B2), B6, B12, ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი, პანტოთენის მჟავა და მაგნიუმი ამცირებს დაღლილობას და სისუსტეს.

იხილეთ ბლოგი: ორთომოლეკულური მედიცინა და საკვები დანამატები დაორსულებამდე თუ მის შემდეგ

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

• ორსულობა (სამივე ტრიმესტრი)

• ლაქტაციის პერიოდი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 3 კაფსულა + 4 ტაბლეტი შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები   360 მგ  
EPA  40 მგ  
DHA  300 მგ  
ქოლინი 100 მგ  
ლუთეინი 2.5 მგ  
ზეაქსანტინი 500 მკგ  
რძემჟავა ბაქტერიები 3X109 CFU°  
ვიტამინები:
ვიტამინი A მიღებული ბეტა კაროტინიდან       333 მკგ RE° 42
ვიტამინი D       15 მკგ (600 სე)°° 300
ვიტამინი E  36 მგ ალფა-TE°° 300
ვიტამინი K 60 მკგ 80
ვიტამინი C  110 მგ 138
თიამინი B1 3 მგ  273
რიბოფლავინი B2  3.5 მგ 250
ნიაცინი   12 მგ NE* 75
ვიტამინი B6   5 მგ 357
ფოლის მჟავა   500 მკგ 250
პტეროილმონოგლუტამინის მჟავა 300 მკგ  
(6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავას გლუკოზამინის მარილი 200 მკგ  
ვიტამინი B12  9 მკგ 360
ბიოტინი  150 მკგ 300
პანტოთენი  18 მგ 300
მინერალები: 
კალციუმი 400 მგ 50
მაგნიუმი 180 მგ 48
რკინა 5 მგ 36
სპილენძი 1 მგ 100
თუთია  5 მგ 50
სელენი   30 მკგ 55
ქრომი  60 მკგ 150
მოლიბდენი 80 მკგ 160
იოდი 150 მკგ 100


3X109 CFU°: Lactococcus lactis, Lactobacillus casei, Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium bifidum.

·        ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

·        °° IU = საერთაშორისო ერთეული

·        °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

·        *NE = ნიაცინის ექვივალენტი

·        ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), სახამებელი, მაგნიუმის კარბონატი, თევზის ზეთი, ჟელატინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), L-ასკორბინის მჟავა, გლიცეროლი (დამატენიანებელი), ფუტკრის ცვილი (შემავსებელი აგენტი), ვიტამინი E, მალტოდექსტრინი (შემავსებელი აგენტი), სორბიტოლი (შემავსებელი აგენტი), ნიკოტინამიდი, თუთიის გლუკონატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ჯვარედინად-დაკავშირებული ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), კალციუმის  D-პანტოთენატი, სილიციუმის დიოქსიდი, რკინის ფუმარატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების კალციუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ტიტანის დიოქსიდი (ფერი), რძემჟავა ბაქტერიები (შეიძლება შეიცავდეს რძის ან სოიოს ნაწილაკებს), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მცენარეული ზეთი, თიამინის ჰიდროქლორიდი, პოლივინილ პოვიდონი (შემავსებელი აგენტი), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), რკინის ოქსიდი (ფერი), სოიოს ლეციტინი (ემულგატორი), რიბოფლავინი, სპილენძის სულფატი, ბეტა-კაროტინი, ლაქტიტოლი (შემავსებელი აგენტი), ფოლიუმის მჟავა, არაბული ფისი (შემავსებელი აგენტი), ქრომის (III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ფილოქინონი, ნატრიუმის სელენატი, ციანკობალამინი, ქოლეკალციფეროლი.

ორთომოლ® ნატალის მიღების წესი:

მიიღება 3 კაფსულა და 4 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ ორსულებში და მეძუძურ დედებში:

·        პაკეტში მოთავსებულია 4 ტაბლეტი + 2 კაფსულა, რომელიც მიიღება ერთად ან განაწილებული დღის მანძილზე

·        პრობიოტიკების შემცველი კაფსულა, მოთავსებული ცალკე ბლისტერზე, მიიღება დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე 

·        ორთომოლ®ნატალის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად

გაფრთხილება:

·        ორთომოლ®  ნატალი შეიცავს იოდის ცალკე ტაბლეტს, თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ორთომოლ® ნატალის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია

·        ორსულობის დროს რკინის და ხშირად მაგნიუმის საჭიროებაც განსაკუთრებით მაღალია. აქედან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს ამ ნივთიერებების დამატებით მიღება. 

·        გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

·        ორთომოლ®ნატალი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

·       იშვიათად, რძემჟავა ბაქტერიების კაფსულის მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები

·       საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას , არ წარმოადგენს მედიკამენტს. 

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (4 ტაბლეტი + 2 კაფსულა) + N30 კაფსულა ბლისტერზე.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.