| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
პრემიუმ ხაზი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდასაჭერად!
ორთომოლ® კარდიო ვიტამინების და მინერალების კომპლექსი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
ორთომოლ® კარდიოში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
ვიტამინები A, C, E, თუთია და სელენი - იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მოლიბდენი და კაკაოს პოლიფენოლები ანტიოქსიდანტებია, იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან.
B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოებისა და გულის კუნთის ნორმალური ფუნქციისთვის.
მაგნიუმი და ვიტამინი D ხელს უწყობს კუნთების, მათ შორის გულის კუნთის, ნორმალურ ფუნქციონირებას და არტერიული წნევის ბალანსის შენარჩუნებას.
მანგანუმი და ქრომი მონაწილეობენ ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესებში და ხელს უწყობენ სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებას.
იოდი ეხმარება ნერვული და ენდოკრინული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
სპილენძი მონაწილეობს ჰემოგლობინის ნორმალურ წარმოქმნაში და რკინის მეტაბოლიზმში.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA და DHA) ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას და ინარჩუნებს სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.
L-კარნიტინი და კოენზიმი Q10 აუცილებელია უჯრედული ენერგიის წარმოებისთვის და ხელს უწყობს გულის და კუნთების ენერგეტიკულ ბალანსს.
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან და ხელს უწყობს სისხლძარღვთა ტონუსის შენარჩუნებას.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 15 გ) + 1 ტაბლეტი და 3 კაფსულა (3.2 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
| კოენზიმ Q10 | 15 მგ | |
| L-კარნიტინი | 200 მგ | |
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 500 მგ | |
| EPA | 250 მგ | |
| DHA | 166 მგ | |
| კაკაოს პოლიფენოლი | 250 მგ | |
| ყურძნის წიპწების ექსტრაქტი | 33 მგ | |
| ოლიგომერის პროანტოციანიდინი (OPC) | 10 მგ | |
| ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 5 მგ | |
| ლუთეინი | 750 მკგ | |
| ლიკოპენი | 250 მკგ | |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი A | 1,417 მკგ RE° | 177 |
| ბეტა კაროტინი | 667 მკგ RE° | |
| ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე°°) | 300 |
| ვიტამინი E | 150 მგ ალფა-TE°°° | 1.250 |
| ვიტამინი C | 530 მგ | 663 |
| თიამინი B1 | 4 მგ | 364 |
| რიბოფლავინი B2 | 5 მგ | 357 |
| ნიაცინი | 50 მგ NE* | 313 |
| ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
| ფოლის მჟავა | 400 მკგ | 200 |
| ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
| ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
| პანტოთენი | 18 მგ | 300 |
| მინერალები: | ||
| მაგნიუმი | 180 მგ | 48 |
| თუთია | 10 მგ | 100 |
| სპილენძი | 1 მგ | 100 |
| მანგანუმი | 2 მგ | 100 |
| სელენი | 50 მკგ | 91 |
| ქრომი | 60 მკგ | 150 |
| მოლიბდენი | 60 მკგ | 120 |
| იოდი | 150 მკგ | 100 |
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
· °° IU = საერთაშორისო ერთეული
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
· *NE = ნიაცინის ექვივალენტი
· ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, თევზის ზეთი (4,5%), მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი (ცხოველური), L-ასკორბინის მჟავა, საქაროზა, მცენარეული ზეთები (ქოქოსის და სოიოს ზეთი ცვლადი პროპორციით), L-კარნიტინი (L-ტარტრატი-1.6%), კაკაოს ხილის ექსტრაქტი (1.4%), გლიცერინი, DL-ალფა ტოკოფეროლი, ბუნებრივი არომატიზატორი, მიკროკრისტალური ცელულოზა, თუთიის გლუკონატი, დამატენიანებელი სორბიტოლი, სილიციუმის დიოქსიდი, ნიაცინამიდი, სოიოს ექსტრაქტი-0,1%, კალციუმის D-პანტოტენატი, ტოკოფეროლი, კოენზიმი Q10 (0,08%), ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, დამატკბობელი აცესულფამი K, რკინის ოქსიდები, სპილენძის გლუკონატი, მანგანუმის სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ბიოფლავონოიდის შემცველი ციტრუსის ექსტრაქტი, რიბოფლავინი, თიამინი, ტოკოტრიენოლი, ტოკოფეროლი, ლიკოპენი, მარცეტატი, ციანკობალამინი, ლუთეინი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ქრომის (III) ქლორიდი, კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ნატრიუმის მოლიბდენი, ნატრიუმის სელენატი, ქოლეკალციფეროლი.
მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში) + 1 ტაბლეტი და 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ®კარდიოს მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება:
· ორთომოლ® კარდიო შეიცავს ცალკე იოდის ტაბლეტს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცის დროს (ჰიპერთირეოზი) გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან
· შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი (თითო პაკეტში 1 ტაბლეტი და 3 კაფსულა).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, Herzogstraße 3040764 Langefeld, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.