აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

იმუნი ორთომოლი - Orthomol

#57130_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაvitamins+minerals
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.
150.50₾
215.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® იმუნი 

ტაბლეტები + კაფსულები

მიკრონუტრიენტები იმუნური სისტემის მხარდასაჭერად

ორთომოლ® იმუნი წარმოადგენს  მულტივიტამინურ კომპლექსს, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.

ორთომოლ® იმუნში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

ვიტამინი A + E + სელენი იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის  გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ.

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.

თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

B ჯგუფის ვიტამინები  ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. 

ვიტამინი D + K + რკინა ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარდაჭერას.

იოდი მნიშვნელოვანი მინერალია, მისი დეფიციტი იწვევს  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას.

იხილეთ ბლოგი: რა არის ორთომოლეკულური მედიცინა და როგორ გვეხმარება ის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლაში

რეკომენდებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 4 ტაბლეტი + 2 კაფსულა (3.9 გ) შეიცავს: 

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
ციტრუსის ბიოფლავონოიდები   5 მგ  
ლუთეინი 800 მკგ  
ლიკოპენი  200 მკგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A    1.117 მკგ RE° 140
ბეტა კაროტინი 667 მკგ RE°  
ვიტამინი D 15 მკგ (600 სე)  300
ვიტამინი E  150 მგ ალფა-TE°°° 1.250
ვიტამინი C   950 მგ 1.188
ვიტამინი K 60 მკგ 80
თიამინი B1 25 მგ  2.273
რიბოფლავინი B2  25 მგ 1.786
ნიაცინი   60 მგ NE* 375
ვიტამინი B6   20 მგ 1.429
ფოლის მჟავა   400 მკგ 200
ვიტამინი B12  6 მკგ 240
ბიოტინი  150 მკგ 300
პანტოთენი  18 მგ 300
მინერალები: 
თუთია  10 მგ 100
რკინა 8 მგ 57
სპილენძი  0.5 მგ 50
მანგანუმი    2 მგ 100
სელენი 50 მკგ 91
ქრომი  30 მკგ 75
იოდი 150 მკგ 100
მოლიბდენი  60 მკგ 120

 

·  ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

·  °° IU = საერთაშორისო ერთეული

·  °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

·  *NE = ნიაცინის ექვივალენტი

·  ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
 
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს,  გლიცერინი, ნატრიუმის L-ასკორბატი, მოდიფიცირებული სახამებელი (ხორბლისგან), მარაკუიას წვენის კონცენტრატი, ლიმონმჟავა, საქაროზა, მალტოდექსტრინი, DL-ალფა ტოკოფერილის აცეტატი, ნიკოტინამიდი, თიამინის ჰიდროქლორიდი, კალიუმის სორბიტი, რიბოფლავინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, თუთიის სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, შერეული ტოკოფეროლები, მაგნიუმის მარილები, ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება სილიციუმის დიოქსიდი, ბეტა-კაროტინი, დამატკბობელი სუკრალოზა, სპილენძის სულფატი, რეტინილ პალმიტატი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ლიკოპენი, ქრომის (III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, D-ბიოტინი, რკინის ოქსიდის საღებავი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

დოზირება:

მიიღება 2 კაფსულა + 4 ტაბლეტი ყოველდღე ჭამის დროს ან მის შემდეგ 100 - 150 მლ. წყალთან/ხილის წვენთან ერთად. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის  მანძილზე. რეკომენდებულია იოდის ტაბლეტის ცალკე მიღება.

 

გაფრთხილება: 

·  ორთომოლ® იმუნი შეიცავს ცალკე იოდის ტაბლეტს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცის დროს (ჰიპერთირეოზი) გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან

·  შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება

·  გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

·  არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. 

·  საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

დოპინგთან ბრძოლის მიზნით, Orthomol Immun შედის Kölner List®-ში (Cologne List®) მეტი გამჭვირვალობის და უსაფრთხოებისთვის.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N30 პაკეტი (ტაბლეტი + კაფსულა).

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.