| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 120 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | collagen peptides |
კოლაგენის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს კანის, თმის, ფრჩხილების, სახსრების და კუნთების ჯანმრთელობას.
კოლაფიბი 120 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ჰიდროლიზებული კოლაგენის კომპლექსი (ტიპი I & III), ჟელატინი ტიპი B
კოლაფიბი წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობის ჰიდროლიზებული კოლაგენის კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს კანის, თმის, ფრჩხილების, სახსრების და კუნთების ჯანმრთელობას.
კოლაგენი - როლი და მნიშვნელობა
კოლაგენი ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურული ცილაა და ადამიანის მთლიან ცილოვან შემადგენლობაში 25-35%-ს შეადგენს. იგი აუცილებელია კანის ელასტიურობის, სახსრების მოქნილობის, ძვლებისა და კუნთების სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
ტიპი I კოლაგენი უმთავრესად გვხვდება კანში, მყესებში, ძვლებში, ხრტილში და კუნთებში.
ტიპი III –განსაკუთრებით კანში, ნაწლავებსა და სისხლძარღვებში.
რატომ კოლაფიბის -ის კოლაგენი?
• შეიცავს ჰიდროლიზებულ კოლაგენურ პეპტიდებს, რომელთაც აქვთ მცირე მოლეკულური მასა და მაქსიმალურად შეიწოვება მაღალი ბიოშეღწევადობის შედეგად
• კოლაგენური პეპტიდები შეიწოვება სისხლში და აღწევს სამიზნე ქსოვილებში - კანში, სახსრებში, ძვლებში
• ხელს უწყობს კანის სიმკვრივის და ელასტიურობის შენარჩუნებას, ამცირებს ასაკობრივ ნიშნებს (როგორიცაა სიმშრალე, ნაადრევი ნაოჭები)
• აძლიერებს თმის და ფრჩხილის სტრუქტურას
• ხელს უწყობს სახსრების კომფორტს, მოძრაობის თავისუფლებას და ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მხარდაჭერას
• ბუნებრივი ფორმულაა, დაზადებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხრტილისგან, GMO-ს გარეშე
• უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის
· კანის სიმკვრივის და ელასტიურობის დაქვეითება
· თმის და ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანება
· სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების პროფილაქტიკა
· სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, სპორტსმენები
· პოსტტრავმული მდგომარეობა
4 კაფსულა შეიცავს: ჰიდროლიზირებული კოლაგენი (ტიპი I & III) და ჟელატინი ტიპი B - 3000 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ალოე ვერა (200:1 ექსტრაქტი)
მიიღება როგორც საკვები დანამატი 4 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად, ან ექიმის რეკომენდაციით. შესაძლებელია ხანგრძლივი გამოყენება.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N120 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: არკოკოლაგენი - Arko Collagen 260 გ ფხვნილი