| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | hyaluronic acid |
გამოიყენება კანის სიმშრალის და ნაოჭების წარმოქმნის პრევენციისთვის.
ჰიალურონი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
გაახალგაზრდავების ოქროს სტანდარტი
ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს უჯრედშორისი მატრიქსის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, რომელიც კოლაგენთან და ელასტინთან ერთად მონაწილეობს კანის სტრუქტურის, ელასტიურობისა და ტენიანობის შენარჩუნებაში.
ჰიალურონის მჟავა ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში - განსაკუთრებით კანზე, სახსრებში, სინოვიალურ სითხეში, ხრტილში, თვალის მინისებრ სხეულში.
მოქმედების მექანიზმი
ჰიალურონის მოლეკულა იკავშირებს საკუთარ წონაზე 1000-ჯერ მეტ წყალს, რითაც ფუნქციონირებს როგორც ბუნებრივი „მოლეკულური ღრუბელი“. სწორედ ამ თვისებას ეფუძნება მისი უნარი:
ღრმად დატენიანოს კანი,
შეინარჩუნოს ქსოვილების ელასტიურობა,
დაიცვას სახსრები და ხრტილოვანი ზედაპირები ცვეთით გამოწვეული დაზიანებისგან
ჰიალურონის მჟავა და კანი
აუმჯობესებს კანის ტენიანობას და ბარიერულ ფუნქციას
ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს
ამცირებს კანის სიმშრალეს და წვრილ ნაოჭებს
აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ელასტიურობას და ტონუსს
იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან
ზრდის გარეგანი კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობას
ჰიალურონის მჟავა და სახსრები
შედის სინოვიალური სითხის და ხრტილის შემადგენლობაში
უზრუნველყოფს სახსრების ლუბრიკაციას და სიბლანტეს
ამცირებს ხახუნს და სახსროვანი ზედაპირის ცვეთას
ამცირებს დისკომფორტს მოძრაობისას
აუმჯობესებს სახსრების მოქნილობას და მობილობას
ჰიალურონის მჟავა გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება ოსტეოართროზის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მართვისას.
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
· კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭების წარმოქმნის პრევენცია
· კანის რეგენერაციის პროცესის სტიმულაცია (კანის დაზიანების შემდეგ, აკნე, ლაქები)
· თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება)
· სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
პოსტტრავმული მდგომარეობები: მოტეხილობა, სახსრების გადატვირთვა
შემადგენლობა
ჰიალურონის მჟავა 100 მგ.
დოზირება
1 ტაბლეტი 1-3 -ჯერ დღეში საკვებთან ერთად.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
გამოშვების ფორმა: # 60 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი.აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულა