აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა პილეჟე - Pileje

#65191_2863
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPiLeJe - პილეჟე
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა12 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაporphyral HSP+borago oil+acids
მოკლე აღწერა

გამოიყენება სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმების და დაზიანების დროს.

19.14₾
31.89₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა პილეჟე - Pileje

ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული მოქმედება ნატურალური კომპლექსი სწრაფი რეაბილიტაციისთვის

პროტეოშოკი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ნივთიერება პორფირალ HSP პილეჟეს დაპატენტებული აქვს და ამ პროდუქტს უნიკალურს ხდის. ის - შეიცავს სითბური შოკის ცილებს (Heat Shock Proteins), რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ, ორგანიზმის დამცავ ცილას და გამომუშავდება მხოლოდ გარემო მაღალი ტემპერატურის პირობებში - საუნა, ორთქლის აბაზანები .

პორფირალი HSP – დაპატენტებული უნიკალური ნივთიერება, მიღებულია წყალმცენარე Porphyra umbilicalis - ისგან. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება - იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, უჯრედების სწრაფი აღდგენა-რეგენერაციის უნარი, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ადვილად გაუმკლავდეს სხვადასხვა დაავადებებს.

ბორაგოს ზეთი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ორგანიზმს ამარაგებს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, ხელს უწყობს უჯრედების განახლებასა და აღდგენას, არეგულირებს იმუნურ სისტემას, შეიცავს გამა ლინოლის მჟავას - GLA, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედება.

ჩვენებები

•  სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმა და დაზიანება

•  ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაცია

•  სტომატოლოგიური ჩარევები (იმპლანტაცია, კბილის რთული ექსტრაქცია, მათ შორის სიბრძნის კბილის)

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს - Porphyral HSP®* - დაპატენტებული ფორმულა 250 მგ; ბორაგოს ზეთი - 240 მგ. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - 61 მგ; მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 71 მგ; პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 132 მგ; გამა ლინოლის მჟავა - 48 მგ; ვიტამინ E – 1.8 მგ.

მიღება და დოზირება

მიიღება მოზრდილებში - 1–4 კაფსულა დღეში. მიღების ხანგრძლივობა: 3–12 დღე.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება:

18 წლამდე, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. 

საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გამოშვების ფორმა: N12 კაფსულა.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა.

ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.