| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | herbal combinde drug+L-arginine+vitamin B5 |
ულტრა ბუსტი 4G ტრიბულუსი 30 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma
ბუნებრივი ენერგიის და ტონუსის მხარდასაჭერად!
ულტრა ბუსტი 4G ტრიბულუსით შეიცავს უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს ფიზიკური და ფსიქო-ემოციური ენერგიის მხარდასაჭერად.
· კარგად დაბალანსებული ფორმულა მაქსიმალური ეფექტისთვის
· 4G ენერგეტიკული კომპლექსი (ჟენშენი, ჯინჯერი, გუარანა, სამეფო ჟელე) + მაკის ექსტრაქტი (1500 მგ) + ტრიბულუსი
მაკის ექსტრაქტი მიიჩნევა ბუნებრივ ადაპტოგენად, რომელსაც უკავშირებენ ენერგიის, გამძლეობის და ლიბიდოს შესაძლო გაუმჯობესებას.
ტრიბულუსის ექსტრაქტი წარმოადგენს მცენარეულ დანამატს, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ცხოვრების აქტიური რიტმის შესანარჩუნებლად.
ჟენშენი ხელს უწყობს ტონუსის და ენერგიის მატებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ.
ლიოფილიზებული ფუტკრის რძე ტრადიციულად გამოიყენება როგორც ენერგიის და იმუნური სისტემის მხარდამჭერი საშუალება, ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ლიბიდოს და სექსუალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
გუარანა ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ამაღლებს ენერგიის დონეს და ზრდის ფიზიკურ გამძლეობას.
კოფეინი ბუნებრივი სტიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მომატებას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.
ჯანჯაფილი ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებებით.
L-არგინინი არაესენციური ამინომჟავაა, რომელიც მონაწილეობს სისხლის მიმოქცევასა და ენერგიის წარმოებაში.
ვიტამინი B5 ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
რეკომენდებულია მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ენერგიის, გამძლეობისა და საერთო ტონუსის მხარდაჭერას.
მაკის ექსტრაქტი -375 მგ (1500 მგ მცენარის ეკვივალენტი), გუარანას ექსტრაქტი 233 მგ (700 მგ მცენარის ეკვივალენტი, შეიცავს 51 მგ კოფეინს), ტრიბულუსის ექსტრაქტი 200 მგ, ჟენშენის ექსტრაქტი 135 მგ, რომელიც შეიცავს 20 მგ გინსენოზიდს, ჯანჯაფილის ექსტრაქტი - 50 მგ, ლიოფილიზებული ფუტკრის რძე - 34 მგ (შეესაბამება 20 მგ ახალ ფუტკრის რძეს), L-არგინინი - 20 მგ, ვიტამინი B5 (კალციუმ D-პანტოთენატი) - 3 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კარბოქსიმეთილცელულოზა, კალციუმის კარბონატი, სიმინდის სახამებელი, პოლიეთილენგლიკოლი.
მიიღება 2 ტაბლეტი დღეში 200 მლ წყალთან ერთად, 15 დღე.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
18 წლამდე ასაკის პირები, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი, ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, ანტიდეპრესანტების, ანტიჰიპერტენზიული, დიაბეტის სამკურნალო საშუალებების მიღება.
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ჰერმენტულად დახურულ მდგომარეობაში.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ფორტე ფარმა,მონაკო.
Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.
დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.
25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.