აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მემორექსი 30 კაფსულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

#105020_3826
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიForte Pharma - ფორტე ფარმა
ბრენდის ქვეყანა მონაკო
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაvitamins+minerals+herbal combination drug
მოკლე აღწერა
მეხსიერებისა და კონცენტრაციის მხარდასაჭერად!
38.40₾
64.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მემორექსი 30 კაფსულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

მეხსიერებისა და კონცენტრაციის მხარდასაჭერად!

ფორტე ფარმა მემორექსი მცენარეულ ექსტრაქტებზე, ვიტამინებსა და მინერალებზე დაფუძნებული საკვები დანამატია, რომელიც შექმნილია მეხსიერების, კონცენტრაციისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

ინტენსიური გონებრივი დატვირთვა, სტრესი, დაღლილობა და არასაკმარისი ძილი შესაძლოა უარყოფითად აისახოს ყურადღების კონცენტრაციასა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარზე. მემორექსის კომპლექსური ფორმულა აერთიანებს როდიოლასა და ჟენშენის მცენარეულ ექსტრაქტებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას.

როდიოლა - მცენარეული ექსტრაქტია, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება სტრესთან დაკავშირებული დროებითი დაღლილობის დროს. იგი ხელს უწყობს გონებრივი შრომისუნარიანობისა და კოგნიტური ფუნქციების მხარდაჭერას.

ამერიკული ჟენშენი - ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსსა და სიცოცხლისუნარიანობას.

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) - ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ ცვლას და დაღლილობის შემცირებას.

ვიტამინები C, B1, B2, B3, B6, მაგნიუმი და სპილენძი - აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობენ ენერგიის ნორმალურ ცვლასა და დაღლილობის შემცირებაში.

რკინა და თუთია - ხელს უწყობენ ნორმალურ კოგნიტურ ფუნქციას, მათ შორის აზროვნებასა და ინფორმაციის დამუშავებას.

რეკომენდებულია:

• ინტელექტუალური დატვირთვის პირობებში

• ყურადღების კონცენტრაციისა და გონებრივი აქტივობის მხარდასაჭერად

• ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური ცვლილებებისას

• სტრესისა და ემოციური დაძაბულობის პერიოდში

შემადგენლობა:

საკვები დანამატის დღიური დოზა 1 კაფსულა შეიცავს: როდიოლას მშრალი ექსტრაქტი - 200 მგ, ჟენშენის მშრალი ექსტრაქტი - 90 მგ, ვიტამინი C - 40 მგ, ვიტამინი B1 - 0,33 მგ, ვიტამინი B2 - 0,42 მგ, ვიტამინი B3 - 4,8 მგ, ვიტამინი B6 - 0,42 მგ, ვიტამინი B5 - 6 მგ, მაგნიუმი - 90 მგ, რკინა - 7 მგ, თუთია - 3 მგ, სპილენძი - 0,3 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: როდიოლას მშრალი ექსტრაქტი, მაგნიუმის ოქსიდი, კაფსულის გარსი (ჟელატინი, საღებავი - კალციუმის კარბონატი), ჟენშენის მშრალი ექსტრაქტი, რკინის გლუკონატი, L-ასკორბინის მჟავა, ანტიშემკვრელი აგენტები (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი), თუთიის სულფატი, კალციუმის D-პანტოთენატი, ნიკოტინამიდი, სპილენძის გლუკონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, თიამინის ჰიდროქლორიდი.

დოზირება:

მიიღება მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში. მიღების კურსი  1 თვე.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: Laboratoires Forté Pharma, მონაკო.