აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კურკუმა 30 კაფსულა გრანიო - Granions

#96325_3773
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიGranions / გრანიო
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაcurcumin+capsicum+Mn+Cu
მოკლე აღწერა
კურკუმინი -  აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს.
65.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კურკუმა 30 კაფსულა გრანიო - Granions

ბუნების ძალა ერთ კაფსულაში!

გრანიოს კურკუმა უნიკალური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს კურკუმას ექსტრაქტს, მანგანუმს, სპილენს, ასევე გამდიდრებულია პიპერინით, რომელიც წარმოადგენს შავი წიწაკის ალკალოიდს და ზრდის კურკუმინის შეწოვას.

კურკუმინი -  აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ეხმარება ორგანიზმს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში, გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ეფექტურია როგორც  ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება  ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის საპრევენციოდ და კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

კურკუმინი - არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ნაწლავის ფლორაზე და ღვიძლზე, გამოიყენება ბაქტერიული დაავადებების დროს.  აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ახდენს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, აქვს მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება,იცავს ღვიძლს ტოქსიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან.

კურკუმინი - ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას და იცავს სისხლძარღვებს.

პიპერინი  არის ალკალოიდი, რომელიც პასუხისმგებელია შავი პილპილის (Piper nigrum) ცხარე გემოზე. მას მრავალი პოტენციური სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის:

· ზრდის სხვა ნივთიერებების ბიოშეღწევადობას (კურკუმინი, ვიტამინები, მინერალები)

· აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება

რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში:

· ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები

· დაბალი იმუნიტეტი

· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

· ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

· ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი

· კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები. 

შემადგენლობა

1 მცენარეული კაფსულა შეიცავს: კურკუმინის კომპლექსი (Curcuma Longa) - 150 მგ, საიდანაც კურკუმინოიდი - 142,50 მგ, კურკუმინი 112 მგ, მანგანუმი - 2 მგ, სპილენძი 1000 მკგ, შავი წიწაკის ექსტრაქტი - 5 მგ, მათ შორის პიპერინი - 4,75 მგ.

დოზირება

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში საუზმის შემდეგ 200 მლ წყალთან ერთად. 

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ არის რეკომენდებული ანტიკოაგულანტების მიღების დროს.არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

გრანიოს საკვები დანამატები იწარმოება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:

წარმოების პროცესში გამოყენებულია ნატურალური სერტიფიცირებული ნედლეული,რომელიც გადის ხარისხის უმკაცრეს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე.

ლაბორატორია გრანიო® - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია ლაბორატორია გრანიო® 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნის და ავითარებს პრემიუმ ხაზის ინოვაციურ საკვებ დანამატებს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას. კომპანიის სტრატეგიული საქმიანობა ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი. 

ლაბორატორია გრანიო®, როგორც ოლიგოთერაპიისა და საკვები დანამატების წამყვანი ფრანგული ბრენდი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ზღვის კოლაგენის შემცველი პროდუქტების წარმოებას. ეს არჩევანი განპირობებულია ზღვის კოლაგენის უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობითა და მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებით, რაც ხელს უწყობს თმა, კანი, ფრჩხილის, სახსრების და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

გრანიოს პროდუქცია იწარმოება საერთაშორისო GMP (Good Manufacturing Practices) სტანდარტების სრული დაცვით, რაც განსაზღვრავს ბრენდის მაღალ სანდოობას,  უსაფრთხოებას და ეფექტურობას.