აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თვალის ვიტამინები 60 კაფსულა დოპელჰერც სისტემი - Doppelherz System

#96983_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია თვალის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად
80.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თვალის ვიტამინები 60 კაფსულა დოპელჰერცი სისტემი - Doppelherz System

თვალის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!

დოპელჰერცი სისტემი თვალის ვიტამინები ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას და მხედველობის შენარჩუნებას, შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალის უჯრედების დაცვაში და მხედველობის გაუმჯობესებაში.

შედგება ორი განსხვავებული კაფსულისგან

· კაფსულა 1 შეიცავს: A ვიტამინს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას (DHA), ლუთეინს, ზეაქსანტინს და მოცვის ექსტრაქტს - ეს კომბინაცია ხელს უწყობს მხედველობის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას

· კაფსულა 2 შეიცავს ვიტამინებს C და E-ს, ასევე სელენს, თუთიას და სპილენძს, რომლებიც  იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან

ლუთეინი და ზეაქსანტინი -  იცავს თვალს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს. 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა), უმნიშვნელოვანესია თვალის ჯანმრთელობისთვის. DHA ბადურას ფოსფოლიპიდური მემბრანის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, აუცილებელია ფოტორეცეპტორების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) თვალის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, მონაწილეობს ანტიოქსიდანტის, გლუტათიონის, სინთეზში, რომელიც იცავს თვალს თავისუფალი რადიკალებისგან. 

A ვიტამინი - თვალისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, იცავს თვალის რქოვანას და კონიუნქტივას მაკულის დეგენერაციული პროცესებისგან. 

ვიტამინები C და E თვალის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ძირითადი ანტიოქსიდანტებია და აქტიურად მონაწილეობენ ბადურის დაცვაში, მხედველობის შენარჩუნებასა და თვალის დაავადებების პრევენციაში.

თუთია როგორც ფერმენტების განუყოფელი ნაწილი, აქტიურად მონაწილეობს მხედველობის პროცესში. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და თვალის დაავადებების პრევენციას. თუთია მონაწილეობს ვიტამინ A-ს ათვისებასა და გარდაქმნაში, რაც მნიშვნელოვანია ბადურას ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს თვალს თავისუფალი რადიკალებისგან.

სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს გლუტათიონ პეროქსიდაზას აქტივაციაში, რომელიც იცავს თვალს ჟანგვითი სტრესისგან, განსაკუთრებით ეფექტურია  E და C ვიტამინებთან, ლუთეინთან და თუთიასთან კომბინაციაში.

მოცვი მდიდარია ანტოციანებით, ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავს ბადურას ოქსიდაციური სტრესისა და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. ანტოციანები აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას ბადურასა და ზოგადად თვალში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტური რეტინოპათიისა და დაღლილი თვალის სინდრომის დროს.

რეკომენდებულია თვალის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!

შემადგენლობა

დღიური დოზა 2 კაფსულა შეიცავს: ვიტამინი A - 400 მკგ, ვიტამინი B2 - 2 მგ, ვიტამინი C - 120 მგ, ვიტამინი E - 17, 6 მგ, სელენი - 40 მკგ, სპილენძი - 0,5 მგ, თუთია - 10 მგ, ლუთეინი - 20 მგ, ზეაქსანტინი - 1 მგ, ზღვის თევზის ზეთი, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები - 320 მგ, DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) - 110 მგ, მოცვის ექსტრაქტი - 25 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: კაფსულა 1: ზღვის თევზის ზეთი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი საქონლიდან მიღებული), ზამბახის ზეთი, დამატენიანებელი გლიცერინი, ცხიმოვანი მჟავების ემულგატორი მონო- და დიგლიცერიდები, მოცვის ექსტრაქტი, სახამებელი, ყვითელი სტაბილიზატორი, ფუტკრის ცვილი. კაფსულა 2: ვიტამინი C, სოიოს ზეთი, ჟელატინი (ცხოველური), ქოქოსის ზეთი, დამატენიანებელი გლიცერინი, ვიტამინი E, თუთიის ოქსიდი, ლეციტინი (სოია), დამატენიანებელი სორბიტოლი, ცხიმოვანი მჟავების ემულგატორი მონო- და დიგლიცერიდები, სპილენძის სულფატი, რკინის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის სელენიტი. 

დოზირება

დღიური დოზა შედგება ორი განსხვავებული კაფსულისგან. მიიღეთ კაფსულა 1 და კაფსულა 2 დღეში ერთხელ ჭამის დროს (მაგ. საუზმეზე) დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ. 

გაფრთხილება

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

• საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე. 

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. 

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი.

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.

ასევე, იხილეთ: Promacula - პრომაკულა ლუთეინი 60 კაფსულა