| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | PiLeJe - პილეჟე |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | lactobacillus paracasei-Vit.C+D3 |
ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი პილეჟე - Pileje
პირის ღრუს, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!
პილეჟე ლაქტიბიენ ბუკოდენტალი არის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი საკვები დანამატი, რომელიც აერთიანებს სპეციალურად შერჩეულ პრობიოტიკურ შტამს - Lacticaseibacillus paracasei LA802-ს და C და D ვიტამინებს.
კომპლექსი შექმნილია პირის ღრუს მიკრობული ბალანსის, კბილებისა და ღრძილების ნორმალური მდგომარეობის მხარდასაჭერად.
Lactobacillus paracasei LA 802 - სპეციალურად შერჩეული პრობიოტიკური შტამია, რომელიც განკუთვნილია პირის ღრუს მიკრობიოტის მხარდასაჭერად.
ვიტამინი C - უზრუნველყოფს კოლაგენის ფორმირებას, რაც მნიშვნელოვანი კბილებისა და ღრძილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი D - ხელს უწყობს კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის დამატებითი მხარდაჭერისთვის, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და პირის ღრუს მიკრობული ბალანსის მხარდასაჭერად.
საკვები დანამატის დღიური დოზის 1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: Lacticaseibacillus paracasei LA802 - 1 მლრდ ცოცხალი მიკროორგანიზმი, ვიტამინი C - 24 მგ, ვიტამინი D3 - 1,5 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები, ვარდკაჭაჭას ინულინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, რძემჟავა ფერმენტები (ლაქტოზა, რძის ცილები), ვიტამინი C, მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავების მარილები, ბუნებრივი პიტნის არომატიზატორი (0,3%), სტევიასგან მიღებული სტევიოლგლიკოზიდები, ვიტამინი D3.
ალერგენი: შეიცავს რძის ცილებსა და ლაქტოზას.
არ შეიცავს: გლუტენს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავებს, კონსერვანტებს.
მოზრდილებსა და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში მიიღება 1 საწუწნი ტაბლეტი ჭამის შემდეგ, სასურველია კბილების გახეხვის შემდეგ; რეკომენდებულია მაქსიმუმ 2 ტაბლეტი დღეში.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
გამოშვების ფორმა: N30 საწუწნი ტაბლეტი პიტნის არომატით.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე, საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა.
ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.