| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | Mg+valeriana+passiflora+melatonin |
ამვი ნაითი საძილე, დამამშვიდებელი საშუალება.
ამვი ნაითი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
კომბინირებული შემადგენლობის საკვები დანამატისაძილე, დამამშვიდებელი მოქმედებით
ამვი ნაითი ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას და სწრაფ ჩაძინებას, ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არეგულირებს გულის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ამვი ნაითის ეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება. მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ცირკადულ რითმებს, არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას, აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ, ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას. კატაბალახა ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აქვს მსუბუქი საძილე, დამამშვიდებელი მოქმედება, პასიფლორა ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას და დაძაბულობას, ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას. მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ხსნის კუნთოვან სპაზმს, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას, უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს.
• ძილის დარღვევები, უძილობა
• მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა
• ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში)
• კლიმაქტერული სინდრომი
მელატონინი - 3 მგ, მაგნიუმის ოქსიდი - 75 მგ, კატაბალახას ფესვი - 150 მგ, პასიფლორა - 75 მგ.
მიიღება როგორც საკვები დანამატი 1-2 კაფსულა დაძინებამდე ერთი საათით ადრე, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.