აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის ჯაგრისი single CS1009 0094 კურაპროქსი - Curaprox

#70946_3000
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCuraprox - კურაპროქსი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
რაოდენობა და ფორმა1 ცალი
მოკლე აღწერა
კურაპროქსი - CuraproxCS single CS1009 ოლო/მონობოჭკოვანი კბილის ჯაგრისია, რომელიც შექმნილია იმ ადგილების ეფექტური გასაწმენდად, სადაც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრეკეტების, იმპლანტების, ხიდების, გვირგვინებისა და სხვა ორთოდონტიული თუ ორთოპედიული კონსტრუქციების მქონე პირებისთვის. 9 მმ-იანი ულტრა-რბილი Curen®-ის ჯაგრულები ადვილად აღწევს რთულად მისადგომ უბნებში, ეფექტურად აშორებს ბაქტერიულ ნადებს და ხელს უწყობს კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
38.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

 

კბილის ჯაგრისი single CS1009 კურაპროქსი - Curaprox

Curaprox CS 1009 Single მონობოჭკოვანი კბილის ჯაგრისია, რომელიც შექმნილია იმ ადგილების ზუსტი და საფუძვლიანი გაწმენდისთვის, სადაც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს. მისი კომპაქტური, ერთკონიანი თავი და 9 მმ-იანი ულტრა-რბილი Curen®-ის ჯაგრულები განსაკუთრებულად ეფექტურია ბრეკეტების, იმპლანტების, ხიდებისა და სხვა რთული კონსტრუქციების ირგვლივ, ასევე ძნელად მისადგომი უბნების გასაწმენდად.

CS 1009 განსაკუთრებით რეკომენდებულია

  • ბრეკეტებისა და სხვა ორთოდონტიული კონსტრუქციების მქონე პირებისთვის;
  • იმპლანტებისა და ხიდების ირგვლივ სრულყოფილი ჰიგიენის შესანარჩუნებლად;
  • გვირგვინებისა და სხვა ორთოპედიული კონსტრუქციების გასაწმენდად;
  • ძნელად მისადგომი უკანა კბილებისა და ღრძილის ხაზის ეფექტური გაწმენდისთვის;
  • დიდი ზომის კბილებისა და უფრო ფართო ზედაპირის კომფორტულად გასაწმენდად. 

ჯაგრისი გამოიყენება

  • Solo Technique-ით — კბილის თითოეული ზედაპირის ინდივიდუალური წმენდის მეთოდით
  • 9 მმ-იანი, მოქნილი Curen®-ის ჯაგრულები ადვილად ერგება კბილისა და ღრძილის ანატომიას
  • აღწევს ბრეკეტების რკალების
  • ხიდებისა და
  • სხვა კონსტრუქციების ქვეშ, სადაც ბაქტერიული ნადები ყველაზე ხშირად გროვდება.
  • ისინი ეფექტურად აშორებს ნადებს ღრძილების დაზიანების გარეშე და ხელს უწყობს კარიესისა და ღრძილების ანთებითი პროცესების პრევენციას. 

 როგორ შევარჩიოთ: CS 1006 თუ CS 1009?

  • ორივე მონობოჭკოვანი ჯაგრისი შექმნილია იმ ადგილების გასაწმენდად, სადაც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს.
  • ორივე რეკომენდებულია ბრეკეტების, იმპლანტების, გვირგვინების, ხიდებისა და ღრძილების რეცესიის შემთხვევაში. 

 თუმცა მათ შორის არის  ტექნიკური განსხვავება

  • CS 1006  მას აქვს უფრო მოკლე (6 მმ სიგრძის 810 ცალი ულტრარბილი Curen®-ის ჯაგრულა) და მჭიდროდ განლაგებული ჯაგრულები. ის განკუთვნილია მცირე ზომის და მჭიდროდ განლაგებული კბილებისთვის, ღრძილების რეცესიის დროს კბილის ყელის გასაწმენდად; ბრეკეტის თითოეული ბრაკეტის, იმპლანტის ან რთულად მისადგომი უბნის მაქსიმალური სიზუსტით გასაწმენდად.
  • CS 1009 მას აქვს უფრო გრძელი და მოქნილი ჯაგრულები (9 მმ სიგრძის 620 ცალი ულტრარბილი Curen®-ის ჯაგრულა). მარტივად აღწევს ბრეკეტების რკალის და კონსტრუქციების ქვეშ; ეფექტურად წმენდს იმპლანტებისა და ხიდების ირგვლივ; ერთი მოძრაობით ფარავს უფრო ფართო ზედაპირს, რაც ყოველდღიურ გამოყენებას ამარტივებს.

 გამოყენების წესი

მსუბუქი მოძრაობებით გაწმინდეთ ბრეკეტების, იმპლანტების, ღრძილის კონტურისა და სხვა რთულად მისადგომი უბნების გარშემო არსებული ზედაპირები. რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენება ძირითადი  ჯაგრისით კბილების გახეხვის შემდეგ.

რაოდენობა

1 ცალი

პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ფოტოზე არსებულისგან.