აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Curaprox - კურაპროქსი კბილის ჯაგრისი CS 1560 5607

#69139_3000
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCuraprox - კურაპროქსი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
რაოდენობა და ფორმა1 ცალი
მოკლე აღწერა
Curaprox CS 1560 Soft Curaprox-ის მრავალფეროვან კბილის ჯაგრისების ხაზში შედარებით მაგარი მოდელია. ის იდეალურია მათთვის, ვინც უფრო მაგარი ჯაგრისიდან Curaprox-ის რბილ მოვლაზე გადადის. ჯაგრისზე განთავსებული 1560 ცალი ჯაგრულა, ოპტიმალური სისქის (დიამეტრით 0.15 მმ) Curen® ბოჭკო უზრუნველყოფს კბილების საფუძვლიან წმენდას, ეფექტურად აშორებს ნადებს და იცავს პირის ღრუს რბილ ქსოვილებს დაზიანებისგან.
35.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Curaprox - კურაპროქსი კბილის ჯაგრისი CS 1560 

Curaprox CS 1560 Soft წარმოადგენს შვეიცარიული ხარისხის პროფესიონალურ კბილის ჯაგრისს, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც საშუალო ან მაგარი სიმკვრივის  ჯაგრისიდან უფრო რბილ მოვლაზე გადასვლას გეგმავს. Curaprox-ის CS სერიაში CS 1560 შედარებით მაგარი სიმკვრივის მოდელია და რეკომენდებულია ჯანმრთელი ღრძილების მქონე ადამიანებისთვის, ასევე მწეველებისთვის.

Curaprox-ის ყველა CS სერიის კბილის ჯაგრისი აღჭურვილია დაპატენტებული Curen®-ის ბოჭკოებით (დიამეტრით 0.08–0.15 მმ). ნეილონისგან განსხვავებით, Curen®-ის ბოჭკოები ნაკლებად იწოვს წყალს, სწრაფად შრება, ინარჩუნებს ოპტიმალურ სიმკვრივესა და ელასტიურობას და ხელს უწყობს ჯაგრისის უკეთესი ჰიგიენის შენარჩუნებას.

CS სერიის კბილის ჯაგრისები ერთმანეთისგან Curen®-ის ჯაგრულების რაოდენობით განსხვავდება

  •  CS 1560 – 1,560 ჯაგრულა
  • CS 3960 – 3,960 ჯაგრულა
  • CS 5460 – 5,460 ჯაგრულა
  • CS 12460 Velvet – 12,460 ჯაგრულა

ერგონომიული რვაკუთხა სახელური ოპტიმალური 45°-იანი კუთხით  ეხმარება პაციენტებს სწორი ტექნიკის გამოყენებაში

არ შეიცავს  

  • BPA-ს და
  • მავნე მინარევებს.

CS სერიის კბილის ჯაგრისები წარმოდგენილია 36 განსხვავებული, მკვეთრი და ორიგინალური ფერის კომბინაციით, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ დიზაინი, რომელიც თქვენს სტილსა და განწყობას შეესაბამება.

გამოყენების წესი

  • მოათავსეთ ჯაგრისზე მცირე რაოდენობით კბილის პასტა
  • დაიკავეთ სახელური 45 გრადუსიანი კუთხით ღრძილის მიმართულებით და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით გაიხეხეთ კბილები მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში
  • გამოიყენეთ რეგულარულად, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).

რეკომენდაცია 

პირის ღრუს ჯანსაღი ჰიგიენისა და მიკროფლორის შესანარჩუნებლად, სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისის შეცვლას ყოველ 3 თვეში ერთხელ.

რაოდენობა

1 ცალი

პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ფოტოზე არსებულისგან. 

ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში: პირის ღრუს მოვლა