| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curaprox - კურაპროქსი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ცალი |
კბილის ჯაგრისი იმპლანტისა და ბრეკეტების CS708 კურაპროქსი - Curaprox
Curaprox CS 708 შექმნილია მათთვის, ვინც ატარებს ბრეკეტებს, აქვს იმპლანტები, ფიქსირებული ხიდები ან სხვა ორთოდონტიული და ორთოპედიული კონსტრუქციები. მისი მთავარი უპირატესობაა მოქნილი სახელური, რომელიც მარტივად იდრიკება სასურველი კუთხით. შედეგად, მარტივად წმენდს იმ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს.
ერგონომიული რვაკუთხა სახელური ხელს უწყობს ჯაგრისის სწორი, 45°-იანი კუთხით დაჭერას, რაც უზრუნველყოფს პირის ღრუს უსაფრთხო, საფუძვლიან და მაქსიმალურად ეფექტურ ჰიგიენას.
CS სერიის კბილის ჯაგრისები წარმოდგენილია 36 განსხვავებული, მკვეთრი და ორიგინალური ფერის კომბინაციით, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ დიზაინი, რომელიც თქვენს სტილსა და განწყობას შეესაბამება.
პირის ღრუს ჯანსაღი ჰიგიენისა და მიკროფლორის შესანარჩუნებლად, სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისის შეცვლას ახლით ყოველ 3 თვეში ერთხელ.
1 ცალი