| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curaprox - კურაპროქსი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ცალი |
კბილის ჯაგრისი CS 5460 კურაპროქსი - Curaprox
CS 5460 წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის, პროფესიონალურ კბილის ჯაგრისს, რომელიც სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალურად სათუთი, თუმცა ძალიან ეფექტური წმენდა. ის კურაპროქსის ასორტიმენტში ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და საკულტო პროდუქტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებლის არჩევანია. მისი ულტრა რბილი სტრუქტურა სრულად გამორიცხავს ღრძილების ტრავმირებას, სისხლდენას და იდეალურია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კბილები, ღრძილების რეცესია ან პირის ღრუს ლორწოვანის მაღალი მგრძნობელობა აწუხებს.
Curaprox-ის ყველა CS სერიის კბილის ჯაგრისი აღჭურვილია დაპატენტებული Curen®-ის ბოჭკოებით (დიამეტრით 0.08–0.15 მმ). ნეილონისგან განსხვავებით, Curen®-ის ბოჭკოები ნაკლებად იწოვს წყალს, სწრაფად შრება, ინარჩუნებს ოპტიმალურ სიმკვრივესა და ელასტიურობას და ხელს უწყობს ჯაგრისის უკეთესი ჰიგიენის შენარჩუნებას.
ერგონომიული რვაკუთხა სახელური ოპტიმალური 45°-იანი კუთხით ეხმარება პაციენტებს სწორი ტექნიკის გამოყენებაში.
CS სერიის კბილის ჯაგრისები წარმოდგენილია 36 განსხვავებული, მკვეთრი და ორიგინალური ფერის კომბინაციით, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ დიზაინი, რომელიც თქვენს სტილსა და განწყობას შეესაბამება.
პირის ღრუს ჯანსაღი ჰიგიენისა და მიკროფლორის შესანარჩუნებლად, სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისის შეცვლას ახლით ყოველ 3 თვეში ერთხელ.
1 ცალი