| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curaprox - კურაპროქსი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ცალი |
კბილის ჯაგრისი CS3960 კურაპროქსი - Curaprox
Curaprox CS 3960 წარმოადგენს შვეიცარიული ხარისხის პროფესიონალურ კბილის ჯაგრისს, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც საშუალო ან მაგარი სიმკვრივის ჯაგრისიდან უფრო რბილ მოვლაზე გადასვლას გეგმავს. Curaprox-ის CS სერიაში CS 3960 შედარებით საშუალო სიმაგრის მოდელია და რეკომენდებულია ვისაც აწუხებს კბილების მომატებული მგრძნობელობა, ღრძილების რეცესია ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა.
Curaprox-ის ყველა CS სერიის კბილის ჯაგრისი აღჭურვილია დაპატენტებული Curen®-ის ბოჭკოებით (დიამეტრით 0.08–0.15 მმ). ნეილონისგან განსხვავებით, Curen®-ის ბოჭკოები ნაკლებად იწოვს წყალს, სწრაფად შრება, ინარჩუნებს ოპტიმალურ სიმკვრივესა და ელასტიურობას და ხელს უწყობს ჯაგრისის უკეთესი ჰიგიენის შენარჩუნებას.
CS 1560 – 1,560 ჯაგრულა
CS 3960 – 3,960 ჯაგრულა
CS 5460 – 5,460 ჯაგრულა
CS 12460 Velvet – 12,460 ჯაგრულა
მოათავსეთ ჯაგრისზე მცირე რაოდენობით კბილის პასტა. დაიკავეთ სახელური 45 გრადუსიანი კუთხით ღრძილის მიმართულებით და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით გაიხეხეთ კბილები მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ რეგულარულად, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
პირის ღრუს ჯანსაღი ჰიგიენისა და მიკროფლორის შესანარჩუნებლად, სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისის შეცვლას ახლით ყოველ 3 თვეში ერთხელ.
1 ცალი
ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში: პირის ღრუს მოვლა