აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სელევალინი - Selevalin 0.1მგ 30 ტაბლეტი

#46800_1517
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიWalmark / ვალმარკი
ბრენდის ქვეყანა ჩეხეთი
რაოდენობა და ფორმა30 კოლოფი
მოქმედი ნივთიერებაselenium yeast
დოზა0.1mg
მოკლე აღწერა
სელევალინს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
26.40₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სელევალინი 

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

სელენი (Selenium Yeast) ......0.10 მგ.

თვისებები: სელენის Selenium Yeast ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე ნაკლებად ტოქსიური ფორმაა ადამიანის ორგანიზმისათვის. შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენდამოკიდებულია ცოცხალ ორგანიზმებში არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა. შედის იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს. სელენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის შენელება და გაცხიმოვნება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სელენი ითვლება ძლიერ კანცეროსტატიკულ აგენტად. იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მომწამვლელი მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია), რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი. ანელებს დაბერების პროცესს.

ჩვენებები

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - თირეოიდული ოფთალმოპათია - მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა - ონკოლოგიური დაავადებები - სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი - წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია - პანკრეატიტი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი - გაფანტული სკლეროზი - კუნთოვანი დისტროფიები - რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა - აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი) - რევმატოიდული ართრიტი - დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 3-დან 10 წლამდე 1 ტაბლეტი (0.10 მგ.) დღეში, მოზრდილებში 1-2 ტაბლეტი (0.10-0.20 მგ.) დღეში, ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30, ფლაკონში.

შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

ვალმარკის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Walmark - ვალმარკი