| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
მედი დრინქ ნეო - Medi Drink Neo შოკოლადი 200მლ
MediDrink Neo სპეციალური სამედიცინო დანიშნულების, დასალევად მზა კლინიკური კვება, მალნუტრიციის სრულფასოვანი მართვისთვის.
გამდიდრებულია L-კარნიტინით, ქოლინით და იმუნონუტრიენტებით (L-არგინინი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები), რაც ხელს უწყობს პაციენტების იმუნური ფუნქციების მხარდაჭერას. მდიდარია, დიეტური ბოჭკოთი. არ შეიცავს; ლაქტოზას, გლუტენს და ალერგენებს.
• მაღალი ენერგეტიკული ღირებულება (2.2 კკალ/მლ)
• ნახშირწყლების დაბალი შემცველობა (20%)
• მდიდარია ვიტამინებით C, D და E
• შეიცავს თუთიას
• შეიცავს MCT ცხიმებსა და ქოლინს
• მდიდარია ომეგა ცხიმოვანი მჟავებით
• აქვს ცილის მაღალი შემცველობა (22გ)
• აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსს
• ამცირებს მეტაბოლურ დარღვევებს
• ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას
• აქვს იმუნონუტრიციული ეფექტები.
• ზრდის მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობას
• ხელს უწყობს, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილბების და ნაწოლების შეხორცებას.
რეკომენდებულია მხოლოდ ენტერალური გამოყენებისთვის. არ არის შესაფერისი პარენტერალური კვებისთვის. გამოიყენება როგორც, კვების ერთადერთი წყარო, ისე კომბინაციაში სხვა საკვებთან. არ გამოიყენება გალაქტოზემიისა და ფრუქტოზემიის მქონე პაციენტებში. სიფრთხილით გამოვიყენოთ 3-6 წლის ბავშვებში მათი კვებითი საჭიროებების გათვალისწინებით.
რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებისთვის არის 5–6 პაკეტი დღეში, როგორც ერთადერთი საკვები წყარო, ან 2–3 პაკეტი დღეში დამატებითი კვების სახით.
გამოყენების ინსტრუქცია:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ ნელა, მცირე ულუფებით. გამოყენება შესაძლებელია, როგორც პერორალურად ისე ზონდით კვების შემთხვევაში. ერთი კოლოფის მიღების ხანგრძლივობა 15-20 წთ
შეინახეთ 2–25°C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და 24 საათის განმავლობაში.
შოკოლადი, ტყის კენკრა, ვანილი.
ყველა არომატის ნუტრიციული ღირებულება იდენტურია.
12 თვე წარმოების თარიღიდან.
წყალი, მცენარეული ზეთები (კანოლას ზეთი, სელის ზეთი, MCT ზეთი), ძროხის რძის ცილა (კაზეინი 80%, შრატი 20%), საქაროზა, იზომალტულოზა, ძროხის კოლაგენი, ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), მალტოდექსტრინი, L არგინინი, ბოჭკო (აკაციის ფისი 55%, ფრუქტოოლიგოსაქარიდი 30%), L-კარნიტინი, ტრიკალიუმის ციტრატის მონოჰიდრატი, სტაბილიზატორი (E500), კალციუმის კარბონატი, ტრინატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საღებავი (ოლეინის კარამელი (შოკოლადის არომატის შემთხვევაში), მაგნიუმის კარბონატი, არომატიზატორი, საღებავი (ბეტა-კაროტინი (ვანილის არომატის შემთხვევაში), ქოლინ-ბიტარტრატი, L-ასკორბინის მჟავა, საღებავი (კარმინის მჟავა (ტყის ხილის არომატის შემთხვევაში)), ნატრიუმის ფტორიდი, თუთიის გლუკონატი, ლაქტაზა, რკინის (Il) სულფატი, მანგანუმის (II) გლუკონატი, ქრომის (I) ქლორიდი, DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი, კალიუმის იოდატი, ნატრიუმის მოლიბდატის დიჰიდრატი. ნიკოტინამიდი, სპილენძის გლუკონატი, ნატრიუმის სელენიტი, ქოლეკალციფეროლი, რეტინილის აცეტატი, კალციუმის D-პანტოთენატი, სელენის საფუარი, ფიტომენადიონი, D-ბიოტინი, რიბოფლავინ-5'-ფოსფატის ნატრიუმის მარილი, ციანოკობალამინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის ჰიდროქლორიდი, ფოლიუმის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა) და იზომალტულოზა, რომელიც წარმოადგენს გლუკოზისა და ფრუქტოზის წყაროს.