| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
დაიჯესტ სტოპ 20 კაფსულა პრანარომი - Pranarom
დიარეასთან დაკავშირებული დისკომფორტის მხარდასაჭერად!
სხვადასხვა ფაქტორმა - კვების რაციონის ცვლილებამ, მოგზაურობამ, სტრესმა ან ცხოვრების წესმა - შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების ტრანზიტის დროებითი დარღვევა და დისკომფორტი.
პრანარომი/დაიჯესტ სტოპ დიარი არის 100%-ით ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია ნაწლავების კომფორტისა და ბუნებრივი ბალანსის შესანარჩუნებლად დიარეასთან დაკავშირებული დროებითი დისკომფორტის დროს. მისი ფორმულა აერთიანებს აქტივირებულ მცენარეულ ნახშირს, ორგანულ ფსილიუმსა და 100%-ით სუფთა, ბუნებრივ და ქემოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ ნაწლავის კომფორტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ფუნქციის მხარდასაჭერად.
პრანარომი დაიჯესტ სტოპ დიარის ფორმულის სინერგიული მოქმედება:
• აქტივირებული ნახშირი - ხელს უწყობს ჭამის შემდეგ მეტეორიზმის შემცირებას
• ფსილიუმი - ბუნებრივი მცენარეული ბოჭკოა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფუნქციის მხარდაჭერას. მისი ბოჭკოები წყლის შთანთქმის უნარის წყალობით ინარჩუნებს ნაწლავის შიგთავსის ოპტიმალურ კონსისტენციას
• ვარსკვლავისებრი ანისი და კვლიავის ეთერზეთები - ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის კომფორტისა და ნაწლავის ბუნებრივი ბალანსის მხარდასაჭერად
• დიარეასთან დაკავშირებული ნაწლავური დისკომფორტის დროს
• მოგზაურობის ან კვების რეჟიმის ცვლილების პერიოდში
• ნაწლავის ბუნებრივი ბალანსისა და კომფორტის მხარდასაჭერად
საკვები დანამატის 8 კაფსულა შეიცავს: აქტივირებული მცენარეული ნახშირი - 2000 მგ, ფსილიუმის (Plantago ovata) ფხვნილი - 1200 მგ, ეთერზეთები: ვარსკვლავისებრი ანისი (Illicium verum) - 75 მგ, კვლიავი (Carum carvi) - 75 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
არ შეიცავს: გლუტენს, ლაქტოზას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სითბოსა და სინათლისგან დაცულ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ გამოიყენოთ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე 12 წლამდე ასაკის პირებში.
არ გამოიყენოთ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
მოზრდილები: საწყისი დოზაა 2 კაფსულა, საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დამატებით 1 კაფსულა ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ. 12–18 წლის მოზარდები: საწყისი დოზაა 1 კაფსულა, საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დამატებით 1 კაფსულა ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ.
არ მიიღოთ 8 კაფსულაზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს