| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
დაიჯესტ ტრანზიტი 6გ 10 ცალი პრანარომი - Pranarom
ბოჭკოებით გამდიდრებული ფორმულა ნაწლავების რეგულარული მოქმედების მხარდასაჭერად!
პრანარომი დაიჯესტ ტრანზიტი არის 100%-ით ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია ნაწლავის რეგულარული მოქმედებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ფუნქციონირების მხარდასაჭერად. ფორმულა აერთიანებს ორგანულ ფსილიუმს, ვაშლის ბოჭკოებს, ორგანული ჯანჯაფილის, მანდარინისა და კარდამონის 100%-ით სუფთა, ბუნებრივ და ქემოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც კომპლექსურად მოქმედებენ ნაწლავის კომფორტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ბალანსის მხარდასაჭერად.
ფსილიუმი - (მრავალძარღვას თესლის გარსის უჯრედისი) წარმოადგენს ბოჭკოების ბუნებრივ წყაროს. მისი ბოჭკოები არის როგორც წყალში ხსნადი, ასევე უხსნადი. წყალში უხსნადი ბოჭკოები უცვლელად გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხოლო ხსნადი, გადადის გელის მსგავს კონსისტენციაში. წყალთან ურთიერთქმედების შედეგად ფსილიუმი მოცულობაში მნიშვნელოვნად იზრდება. ეს თვისება ხელს უწყობს ნაწლავის შიგთავსის მოცულობის გაზრდას და ნაწლავის რეგულარული ტრანზიტის მხარდაჭერას.
ვაშლის ბოჭკოები - ავსებს ფორმულის ბოჭკოვან კომპლექსს და ხელს უწყობს ნაწლავის ბუნებრივი ფუნქციისა და კომფორტის მხარდაჭერას.ფუნქციას.
ჯანჯაფილის, მანდარინისა და კარდამონის ეთერზეთები - ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის კომფორტის მხარდასაჭერად.
რეკომენდებულია ნაწლავის რეგულარული მოქმედებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კომფორტის მხარდასაჭერად, მათ შორის შეკრულობისკენ მიდრეკილების შემთხვევაში.
საკვები დანამატის 2 პაკეტი შეიცავს: ორგანული ფსილიუმის (Plantago ovata) ფხვნილი - 5,50 გ, ორგანული ვაშლის ბოჭკოები (Malus domestica) - 1,50 გ, ეთერზეთები: ორგანული მანდარინის (Citrus reticulata – კანი) - 75 მგ, ორგანული კარდამონის (Elettaria cardamomum) - 37,5 მგ, ორგანული ჯანჯაფილის (Zingiber officinale) - 37,5 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ორგანული სიმინდის სახამებელი, ორგანული ლერწმის შაქარი.
არ შეიცავს: გლუტენს, ლაქტოზას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სითბოსა და სინათლისგან დაცულ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებში.
არ არის რეკომენდებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების, ეპილეფსიის, კრუნჩხვების ან სხვა ნევროლოგიური დაავადებების ანამნეზის მქონე პირებისთვის. ანტიკოაგულანტების ან ანტითრომბოციტული პრეპარატების მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღება 18 წლიდან 1 პაკეტი 1-2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. 1 პაკეტი იხსნება დიდ ჭიქა წყალში ან ვაშლის წვენში.
გამოშვების ფორმა: 10 პაკეტი (საშე) × 6 გრამი თითო.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს