აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დაიჯესტ პროტექტი 30 კაფსულა პრანარომი - Pranarom

#106514_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
გულძმარვასთან დაკავშირებული დისკომფორტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ბალანსის მხარდასაჭერად!
25.80₾
43.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დაიჯესტ პროტექტი 30 კაფსულა პრანარომი - Pranarom

გულძმარვასთან დაკავშირებული დისკომფორტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ბალანსის მხარდასაჭერად!

პრანარომი დაიჯესტ პროტექტი არის 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

ფორმულა აერთიანებს ორგანულ, 100%-ით სუფთა და ქემოტიპირებულ ეთერზეთებს, ლითოთამნიუმის ფხვნილს და ტუხტის ფესვის ექსტრაქტს, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ საჭმლის მონელების კომფორტის ხელშესაწყობად და გულძმარვასთან და მჟავა რეფლუქსთან დაკავშირებული დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

ლითოთამნიუმი - არის წითელი ზღვის წყალმცენარე, რომელიც მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით და სხვა მინერალებით. მისი ფხვნილი გამოიყენება ორგანიზმის მინერალებით გასამდიდრებლად და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესანარჩუნებლად. ის ხელს უწყობს კუჭის კომფორტის შენარჩუნებას მომატებულ მჟავიანობასთან დაკავშირებული დროებითი დისკომფორტის დროს.

ტუხტის ფესვი - ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსების კომფორტის შესანარჩუნებლად. ის ხელს უწყობს კუჭისა და საყლაპავის ბუნებრივი დამცავი ბარიერის მხარდაჭერას.

პიტნის ეთერზეთი - ხელს უწყობს შებერილობის და სიმძიმის შეგრძნების შემცირებას, კუჭის სპაზმების შემსუბუქებას, საჭმლის მონელების პროცესის მხარდაჭერას.

ლიმონის ეთერზეთი - ამცირებს საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტის შეგრძნებას.

ლიმონგრასის ეთერზეთი - ავსებს ფორმულას თავისი დამამშვიდებელი და არომატული თვისებებით.

ჯანჯაფილის ეთერზეთი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცენარეა საჭმლის მონელების მხარდასაჭერად. იგი აუმჯობესებს მონელების პროცესს, ხელს უწყობს დისკომფორტისა და სიმძიმის შემცირებას.

კვლიავის ეთერზეთი - ტრადიციულად გამოიყენება შებერილობის დროს აირების დაგროვების შესამცირებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

რეკომენდებულია:

• ჭარბი საკვების მიღების შემდეგ

• კუჭის მჟავიანობასთან ან გულძმარვასთან დაკავშირებული დისკომფორტის დროს

• საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ბალანსის მხარდასაჭერად

შემადგენლობა:

საკვები დანამატის 4 კაფსულა შეიცავს: 100%-ით ბიოლოგიურ, სუფთა და ქემოტიპირებულ ეთერზეთებს: პიტნა (Mentha × piperita) - 25 მგ, ჯანჯაფილი (Zingiber officinale) - 25 მგ, ლიმონი (Citrus limon) - 20 მგ, კვლიავი (Cuminum cyminum) - 15 მგ, ლიმონის ბალახი (Cymbopogon citratus) - 15 მგ, ლითოთამნიუმის (Lithothamnium calcareum) ფხვნილი - 580 მგ, ტუხტის (Althaea officinalis) ფესვის ექსტრაქტი - 440 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, მცენარეული კაფსულის გარსი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტენს, შაქარს, დამატკბობლებსა და სხვა არასაჭირო დანამატებს.

გაფრთხილება:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სითბოსა და სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებში.

არ არის რეკომენდებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების, ეპილეფსიის, კრუნჩხვების ან სხვა ნევროლოგიური დაავადებების ანამნეზის მქონე პირებისთვის. ანტიკოაგულანტების ან ანტითრომბოციტული პრეპარატების მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

გამოყენების წესი:

მიიღება 18 წლიდან 2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ჭამის შემდეგ. 

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს