| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა |
ლაქტაზას ფერმენტი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
ამვილაბის ლაქტაზას ფერმენტი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს ფერმენტ ლაქტაზას და ხელს უწყობს რძისა და რძის პროდუქტებში არსებული ლაქტოზის (რძის შაქრის) დაშლას. მისი მოქმედება აუმჯობესებს ლაქტოზის შემცველი პროდუქტების მონელებას და ამცირებს ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.
ლაქტაზა მონაწილეობს ლაქტოზის ჰიდროლიზში, რაც ხელს უწყობს მის გარდაქმნას უფრო მარტივ შაქრებად და აუმჯობესებს მის ათვისებას ორგანიზმში. შედეგად მცირდება რძის პროდუქტების მიღების შემდეგ განვითარებული სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, სპაზმები და დიარეა. საკვები დანამატი მოქმედებას იწყებს სწრაფად - მიღებიდან რამდენიმე წუთში - და უზრუნველყოფს კომფორტულ მონელებას კვების დროს.
საკვები დანამატი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტოზის მიმართ მგრძნობელობა ან აქვთ რძის პროდუქტების მონელების დარღვევა.
· ლაქტოზის აუტანლობა
· რძის პროდუქტების მიღებასთან დაკავშირებული დისკომფორტი (შებერილობა, მეტეორიზმი, სპაზმები, დიარეა)
· რძის პროდუქტების მონელების დარღვევა
ლაქტაზა - 4500 ALU.
დამატებითი ინგრედიენტები: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
მიიღება 1 ტაბლეტი 1-2 - ჯერ დღეში კვების დროს, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, ორსულობის და ლაქტაციიის პერიოდში, 18 წლამდე გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.
ამვილაბი თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და მაღალი სტანდარტების დაცვა.