| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
| მოცულობა | 40მლ |
ჩვილის გულ-მკერდის დამამშვიდებელი ბალზამი 40მლ პრანარომი - Pranarom
შექმნილია პატარებისთვის სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად!
პრანარომი გულ-მკერდის დამამშვიდებელი ბიო - ბალზამი ჩვილებისთვის არის 100%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებზე დამზადებული ბალზამი, რომელიც განკუთვნილია 3 თვიდან ჩვილებისა და ბავშვების გულ-მკერდის ნაზი მასაჟისთვის და სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად.
ფორმულა შეიცავს ორგანულ მცენარეულ ზეთსა და 100%-ით სუფთა, ბუნებრივ და ქემოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სასიამოვნო ბუნებრივ არომატს. ინგრედიენტების სინერგიული კომბინაცია ხელს უწყობს სუნთქვის დისკომფორტის შემსუბუქებას, განსაკუთრებით ცივ სეზონზე, და მშვიდი, კომფორტული ძილის ხელშეწყობას.
• რეკომენდებულია პედიატრების მიერ - ტესტირებულია პედიატრიული მეთვალყურეობის ქვეშ
• ბალზამის მსუბუქი ტექსტურა ადვილად ნაწილდება კანზე, სწრაფად შეიწოვება და იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის
• ტესტირებულია დერმატოლოგიურად
• რეკომენდებულია 3 თვიდან ჩვილებისა და ბავშვებისთვის
ბაღის მარჟორამის ეთერზეთი - ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით, რაც ხელს უწყობს ბავშვის მოდუნებას და მშვიდი ძილის ხელშეწყობას. მისი ნაზი ვანილის არომატი აძლიერებს ამ დამამშვიდებელ ეფექტს და ძილის წინ ქმნის კომფორტის შეგრძნებას.
ბალზამური სოჭის და ინულას ეთერზეთები - მათი ამოსახველებელი თვისებების წყალობით, ხელს უწყობს სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწოს გამოდევნას, რითაც ამსუბუქებს ბავშვის სასუნთქი გზების დისტრესს.
შავი ნაძვის ეთერზეთი - გამოირჩევა სასიამოვნო ტყის არომატით. არომათერაპიაში ტრადიციულად გამოიყენება კომფორტისა და სისუფთავის შეგრძნების შესაქმნელად. ხელს უწყობს სასუნთქი გზებში ლორწოს შეგუბების შემსუბუქებას.
ბაღის მარჟორამის ეთერზეთი - გამოიყენება სასიამოვნო არომატის, დამამშვიდებელი თვისებებისა და სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად.
გარგარის კურკის ზეთი - მსუბუქი და ნაზი მცენარეული ზეთია, რომელიც განსაკუთრებით შესაფერისია ჩვილის მგრძნობიარე კანისთვის. ხელს უწყობს კანის დატენიანებას, დარბილებას და ბუნებრივი დამცავი ბარიერის შენარჩუნებას, რის გამოც იდეალურ ბაზას წარმოადგენს გულ-მკერდის ნაზი მასაჟისთვის.
• გაციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას, როდესაც აღინიშნება სასუნთქი გზების დისკომფორტი
• გულ-მკერდის ყოველდღიური მასაჟისთვის
• ბავშვის კომფორტისა და სიმშვიდის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ცივი სეზონის პერიოდში
• ძილის წინ მშვიდი ძილის ხელშეწყობისთვის
შემადგენლობა:
შეიცავს 100%-ით ბიოლოგიური წარმოშობის ეთერზეთებს: შავი ნაძვის (Black Spruce), ბალზამური სოჭის, ბაღის მარჟორამის და სურნელოვანი ინულას ეთერზეთები, ორგანული გარგარის კურკის მცენარეული ზეთი.
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, გლიცერინი, ოქტილდოდეკანოლი, ქსანთანის ფისი, ლიზოლეციტინი, სკლეროტიუმის ფისი, სიმინდის სახამებელი, კალიუმის სორბატი, პულულანი, ნატრიუმის გლუკონატი, ტოკოფეროლი, ტრეჰალოზა, დეჰიდროძმარმჟავა, სილიციუმი, ვანილის ნაყოფის ექსტრაქტი, რძემჟავა. ბუნებრივად შეიცავს ეთერზეთებში არსებულ არომატულ ნაერთებს: პინენს, ლიმონენს, ალფა-ტერპინენს, ტერპინეოლს, ტერპინოლენს, ლინალოლს, ბეტა-კარიოფილენს, ლინალილის აცეტატს, კამფორას, გერანილის აცეტატს, ციტრონელოლს და გერანიოლს.
არ გამოიყენოთ 5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. უკუნაჩვენებია ბავშვებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფებრილური (ცხელებით გამოწვეული) კრუნჩხვები. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. წარმოდგენილი თვისებები და გამოყენების წესი ეფუძნება ფიტოთერაპიის აღიარებულ სამეცნიერო წყაროებს და მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არ ცვლის ექიმის ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტის რეკომენდაციას.
• 5 კგ და მეტი წონის ბავშვებში გამოიყენება გელის მცირე რაოდენობა (1 გ) დღეში ერთხელ
• 10 კგ და მეტი წონის ბავშვებში - (1 გ გელი) დღეში ორჯერ
• გამოყენების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 5 დღე
• გამოიყენება გულ-მკერდისა და ზურგის არეში წასასმელად
გამოშვების ფორმა: გელი 40 მლ.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს