| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 24 ცალი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ყელის საწუწნი ტაბლეტი თაფლი 24 ცალი ფორტე ფარმა - Forte Pharma
ფორტე ფარმა ყელის საწუწნი ტაბლეტები თაფლის არომატით!
ყელის კომფორტისა და ბუნებრივი დაცვისთვის!
ფორტე ფარმა ყელის საწუწნი ტაბლეტები თაფლის არომატით შექმნილია ყელის გაღიზიანების, სიმშრალის დროს კომფორტის შესანარჩუნებლად. ფორმულა აერთიანებს ფუტკრის პროდუქტებსა და მცენარეულ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ყელის ლორწოვანი გარსის დარბილებას, დაცვასა და დისკომფორტის შემცირებას.
წაბლის თაფლი - ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც გამოირჩევა თავისი მსუბუქი, ნაზი არომატით. იგი მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ხელს უწყობს ყელის დარბილებას.
პროპოლისი - ფუტკრის მიერ წარმოებული ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებსა და პოლიფენოლებს. გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს კომფორტის შესანარჩუნებლად.
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) - მდიდარია ბუნებრივი საკვები ნივთიერებებით, მათ შორის ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ტონუსისა და ბუნებრივი დაცვის მექანიზმების მხარდაჭერას.
ვიტამინი C - ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც: ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს კოლაგენის ნორმალურ სინთეზში, რაც მნიშვნელოვანია ლორწოვანი გარსების ნორმალური ფუნქციისთვის.
ევკალიპტის ეთერზეთი - ტრადიციულად გამოიყენება სასუნთქი გზებისა და ყელის კომფორტის შესანარჩუნებლად. იგი ამშვიდებს ყელს, ამცირებს გაღიზიანებას და სასიამოვნო გავლენას ახდენს ხახასა და ხმოვან იოგებზე.
რეკომენდებულია ყელის გაღიზიანებისა და მგრძნობელობის დროს კომფორტის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით სეზონური ცვლილებების პერიოდში ან სახმო იოგების ინტენსიური დატვირთვისას.
საკვები დანამატის დღიური დოზის 3 ტაბლეტი შეიცავს: წაბლის თაფლი - 180 მგ, პროპოლისის ექსტრაქტი - 105 მგ, ვიტამინი C- 30 მგ, ევკალიპტის ეთერზეთი - 7.5 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: შემავსებლები (იზომალტი, მალტიტოლი), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), L-ასკორბინის მჟავა, ლიმონის არომატიზატორი.
ბუნებრივი არომატიზატორები (თაფლის/მცენარეული).
შეიცავს: ბუნებრივ შაქრებს (თაფლისგან) და დამტკბობლებს.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს.
მიიღება 1-3 ტაბლეტი დღეში მოზრდილებში; 1-2 ტაბლეტი 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ნელა გაადნეთ პირში (არ დაღეჭოთ).
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეიცავს ვიტამინ C-ს - ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის კონსულტაციით. შეიცავს თაფლს - არ არის რეკომენდებული ფუტკრის პროდუქტებზე ალერგიის, ასთმის ან ატოპიური დერმატიტის დროს.
შეიცავს მცენარეული ექსტრაქტის არომატიზატორს - არ არის რეკომენდებული მგრძნობელობის ან ჯვარედინი ალერგიის შემთხვევაში (Asteraceae, Lamiaceae, Apiaceae).
არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 6+ ასაკში გამოყენება მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობით.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.
შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე დაბალ ტემპერატურაზე), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: N24 ტაბლეტი თაფლის არომატით.
მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ ფორტე ფარმა, მონაკო.