| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 21 |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ყელის საწუწნი პასტილა 21 ტაბლეტი პრანარომი - Pranarom
არომაფორსის ყელის საწუწნი პასტილები შექმნილია ყელის კომფორტისა და ხმის იოგების ბუნებრივი მხარდაჭერისთვის. ეთერზეთების უნიკალური სინერგია და ინტენსიური მენთოლის გემო უზრუნველყოფს სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ხმის დატვირთვის, სეზონური ცვლილებებისა და მშრალი ჰაერის პირობებში.
• შეიცავს 100%-ით სუფთა, ორგანულ და ქემოტიპირებულ (HECT) ეთერზეთებს
• ხელს უწყობს ყელის, ხახისა და ხმის იოგების კომფორტის შენარჩუნებას
• უზრუნველყოფს სწრაფი სიგრილისა და სიახლის შეგრძნებას
• მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისა და თან სატარებლად - სამსახურში, მოგზაურობისას
• შეიცავს 8 ეთერზეთის სინერგიულ კომპლექსს
• პასტილები ნელა დნება პირის ღრუში და მენთოლის შემცველობის წყალობით ქმნის სასიამოვნო სიგრილისა და სიახლის შეგრძნებას
• რეკომენდებულია 12 წლიდან
ლიმონის ეთერზეთი - ცნობილია თავისი გამაგრილებელი და მატონიზებელი თვისებებით. ანიჭებს პასტილებს სასიამოვნო ციტრუსოვან არომატს.
პიტნის ეთერზეთი - ხელს უწყობს ყელის, ხახისა და ხმის იოგების კომფორტის შენარჩუნებას. მენთოლის შემცველობის წყალობით ქმნის სასიამოვნო სიგრილისა და სიახლის შეგრძნებას.
რავინცარას და თიმიანის ეთერზეთები - ტრადიციულად გამოიყენება სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით აქტუალურია სეზონური ცვლილებების პერიოდში.
ორეგანოს ეთერზეთი - შეიცავს ბუნებრივ ფენოლურ ნაერთებს და წარმოადგენს ეთერზეთების კომპლექსის მნიშვნელოვან კომპონენტს.
მიხაკის და დარიჩინის ეთერზეთი - გამოირჩევა დამახასიათებელი არომატული თვისებებით და ავსებს პროდუქტის არომატულ პროფილს.
დაფნის ეთერზეთი - ტრადიციულად გამოიყენება ხმის იოგებისა და ყელის კომფორტის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ხმის დატვირთვისას.
საკვები დანამატის 5 საწუწნი პასტილა შეიცავს 100%-ით სუფთა, ორგანულ ეთერზეთებს: ლიმონი (Citrus limon) - 56 მგ, პიტნა (Mentha × piperita) - 42 მგ, რავინცარა (Cinnamomum camphora) - 35 მგ, თიმიანი (Thymus vulgaris) - 21 მგ, კომპაქტური ორეგანო (Origanum compactum) - 10.5 მგ, დარიჩინი (Cinnamomum cassia) - 5.25 მგ, დაფნა (Laurus nobilis) - 3.5 მგ, მიხაკი (Syzygium aromaticum) - 1.75 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: დამატკბობელი სორბიტოლი; ბუნებრივი არომატიზატორი (წითელი ხილი); შეწებების საწინააღმდეგო აგენტები: სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
გაფრთხილება:
შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ გამოიყენოთ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენებამდე რეკომენდებულია მიმართოთ ჯანდაცვის სპეციალისტს. შეიცავს დამატკბობელს. ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
მიიღება 12 წლიდან - 1 საწუწნი პასტილა დღეში 5-ჯერ.
მიღების ხანგრძლივობა: 5-7 დღე.
გამოშვების ფორმა: 21 საწუწნი პასტილა.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს