აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ყელის საწუწნი პასტილა თაფლის უშაქრო 24 ტაბლეტი პრანარომი - Pranarom

#106508_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა24 საწუწნი ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
არომაფორსის ყელის საწუწნი პასტილები თაფლის გემოთი - უშაქრო საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს ყელისა და ხმის იოგების კომფორტის შენარჩუნებას.
16.80₾
28.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ყელის საწუწნი პასტილა თაფლის უშაქრო 24 ტაბლეტი პრანარომი - Pranarom

არომაფორსის ყელის საწუწნი პასტილები თაფლის გემოთი - უშაქრო საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს ყელისა და ხმის იოგების კომფორტის შენარჩუნებას. ეთერზეთების უნიკალური სინერგია და ინტენსიური მენთოლის გემო უზრუნველყოფს სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ხმის დატვირთვის, სეზონური ცვლილებებისა და მშრალი ჰაერის პირობებში.

• შეიცავს 100%-ით სუფთა, ორგანულ და ქემოტიპირებულ (HECT) ეთერზეთებს

• ხელს უწყობს ყელისა და ხმის იოგების კომფორტის შენარჩუნებას

• აქვს თაფლისა და ლიმონის სასიამოვნო გემო

• მენთოლის ქმნის სიგრილისა და სიახლის შეგრძნებას

• არ შეიცავს შაქარს

• მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისა და თან სატარებლად

• განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის 6 წლიდან

პიტნის ეთერზეთი - ხელს უწყობს ყელისა და ხმის იოგების კომფორტის შენარჩუნებას და ქმნის სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას.

რავინცარას ეთერზეთი - ტრადიციულად გამოიყენება სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად.

მთის სატურეას ეთერზეთი - წარმოადგენს ეთერზეთების კომპლექსის ერთ-ერთ აქტიურ კომპონენტს.

მიხაკის და ჩინური დარიჩინის ეთერზეთი - გამოირჩევა დამახასიათებელი არომატული თვისებებით და ავსებს პროდუქტის არომატულ პროფილს.

ლიმონურას ეთერზეთი – ანიჭებს პროდუქტს სასიამოვნო ციტრუსოვან არომატს.

შემადგენლობა:

საკვები დანამატის 4 საწუწნი პასტილა შეიცავს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქემოტიპირებულ ეთერზეთებს: რავინცარა (Cinnamomum camphora) - 26.4 მგ, პიტნა (Mentha × piperita) - 26.4 მგ, მთის სატურეა (Satureja montana) - 8.4 მგ, ჩინური დარიჩინი (Cinnamomum cassia) - 2.16 მგ, მიხაკი (Syzygium aromaticum) - 1.2 მგ, ლიმონურა (Cymbopogon citratus) - 0.24 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: დამატკბობლები: იზომალტი - 6.52 გ, მალტიტოლის სიროფი - 2.17 გ; ემულგატორები: არაბული გუმი და გლიცეროლი; ლიმონის ესენცია (Citrus limon) - 36 მგ; არომატიზატორი - თაფლი; საღებავები: ქინოლინის ყვითელი და ნარინჯისფერი S. ტკბილი ფორთოხლის ესენცია (Citrus sinensis) - 19.2 მგ.

გაფრთხილება:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

არ გამოიყენოთ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენებამდე რეკომენდებულია მიმართოთ ჯანდაცვის სპეციალისტს.

შეიცავს დამატკბობელს. ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი. 

გამოყენების წესი:

მიიღება 6 წლიდან  2 საწუწნი პასტილა დღეში, 12 წლიდან  4 საწუწნი პასტილა დღეში.

გამოშვების ფორმა: 24 საწუწნი პასტილა თაფლის გემოთი, უშაქრო ფორმა.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს