აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი ბავშვების 60მლ ფიურესენშელი - Puressentiel

#96703_3794
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPuressentiel / ფიურესენშელი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაessential oils
მოცულობა60 მლ
მოკლე აღწერა
მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან.
50.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი ბავშვების 60მლ ფიურესენშელი - Puressentiel

მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან. შეიცავს 100%-ით მცენარეულ, ბუნებრივ ინგრედიენტებს, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. სპრეი იცავს ბავშვის ნაზ კანს კოღოების, ტკიპების  და სხვა მწერების ნაკბენისგან, ტოვებს სასიამოვნო არომატს და არ იწვევს გაღიზიანებას. მარტივია გამოსაყენებლად უზრუნველყოფს ეფექტურ და უსაფრთხო დაცვას სეირნობის და ბუნებაში დასვენების დროს.

რეკომენდებულია ტკიპების, კოღოების და სხვა მწერების ნაკბენების წინააღმდეგ

ლაბორატორიულად შემოწმებული ეფექტურობა:

• 7 საათამდე დაცვა - ტროპიკული კოღოებისგან (Aedes aegypti)

• 6.5 საათამდე დაცვა - ჩვეულებრივი კოღოებისგან (Culex pipiens)

• 6 საათამდე დაცვა - ვეფხვისებრი კოღოებისგან (Aedes albopictus)

ცურვამ ან ინტენსიურმა ოფლიანობამ შესაძლოა შეამციროს დაცვის ხანგრძლივობა.

შემადგენლობა

ერთი შესხურება 0.18 მლ შეიცავს: ლიმონის და ევკალიპტის ეთერზეთებს, ლინალოოლს და ცინტრონელას, არის 100%-ით მცენარეული.

გამოყენების წესი

გამოიყენება 6 თვიდან. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, დაიტანეთ ხელის გულზე სპრეის შიგთავსი და თანაბრად შეაზილეთ სხეულზე. მოარიდეთ ბავშვის თვალის და პირის არეს. პროდუქტი ეფექტურია წასმიდან 7 საათის განმავლობაში.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ

არ შეიცავს: პროპელენტურ გაზს, სინთეზურ სუნამოებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60მლ სპრეი.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია  - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.  საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 -  ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან