აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი როლერი 11 ეთერზეთი 5მლ ფიურესენშელი - Puressentiel

#96707_3794
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPuressentiel / ფიურესენშელი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაessential oils
მოცულობა5 მლ
მოკლე აღწერა
გამოიყენება მწერების ნაკბენის შედეგად გამოწვეული ქავილის, გაღიზიანების და სიწითლის სწრაფად შესამსუბუქებლად
31.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი როლერი 11 ეთერზეთი 5მლ ფიურესენშელი - Puressentiel

100%-ით ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც განკუთვნილია მწერების ნაკბენის შედეგად გამოწვეული ქავილის, გაღიზიანების და სიწითლის სწრაფად შესამსუბუქებლად. შეიცავს 11 ეთერზეთს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. მოსახერხებელი ფორმა უზრუნველყოფს წერტილოვან და ჰიგიენურ გამოყენებას ნებისმიერ დროს.  

რეკომენდებულია

მწერების ნაკბენით (კოღო, კრაზანა, ფუტკარი, ცხენის ბუზი, ობობა, რწყილი) გამოწვეული ქავილის, გაღიზიანებისა და კანის სიწითლის შესამსუბუქებლად.

ასევე გამოიყენება მცენარეებთან კონტაქტით გამოწვეული კანის გაღიზიანებისა და მსუბუქი ანთებითი რეაქციების დროს.

შემადგენლობა

რავინცარას, ციტრონელას, ლავანდის, გერანის,  პიტნის, ევკალიპტის,  ლავანდულას, პალმაროზას, ნიოლის,  ჩაის ხის, მზესუმზირის ეთერზეთები.

გამოყენების წესი

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ და წაისვით როლერი ნაკბენ ადგილას, გამოიყენება მოზრდილებში დღეში 3-ჯერ ან მეტჯერ (საჭიროებიდან გამომდინარე), 3 წლიდან ბავშვებში დღეში 2-ჯერ, არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.

გაფრთხილება: არ გამოიყენება თვალის და პირის ღრუს ირგვლივ. არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. 

უკუჩვენება

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 

არ შეიცავს: კონსერვანტებს და სინთეზურ სუნამოებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: როლერი 5 მლ. 

ვარგისობის ვადა: პროდუქტის გახსნიდან 12 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია  - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 -  ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან